Forbes Woman Georgia საქართველოს ბანკთან ერთად ყოველთვის მხარს უჭერს ახალგაზრდებს და აცნობს მათ თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “Forbes Woman Georgia”-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა ანა ავალიანთან, თემაზე – როგორ ყალიბდება წარმატებული ინოვაციური ეკოსისტემა.
ანა ავალიანი Royal Academy of Engineering-ის Enterprise პროგრამის ხემძღვანელია. შეხვედრის ფარგლებში, მან ისაუბრა თუ ვისთვის არის უპირატესი ინოვაციური ეკოსისტემების არსებობა და რა არის ის ძირითადი შეცდომები, რაც დამწყებმა ბიზნესებმა შეიძლება თავიდან აიცილონ.
მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია მოხდეს ქვეყნის პოზიციონირება და სტრატეგიის შემუშავება სტარტაპების მიმართულებით, ასევე ყურადღების გამახვილება გვმართებს საგანმანათლებლო სისტემისა და სამეცნიერო ბაზის მხრივადაც.
ანა ავალიანი პროფესიით ჟურნალისტია. მან ჩივნინგის დაფინანსების მიღების შემდეგ, სწავლა კემბრიჯში განაგრძო და გამოცდილება დააგროვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკუთარი ტექნიკური უნარებით ბიზნესთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ სტარტაპებს განვითარების რეალური შანსი მისცე.
ანა ავალიანი ასევე თანამშრომლობდა ლიბანის ცენტრალურ ბანკთან. თანამშრომლობის ფარგლებში, ის მუშაობდა პროექტზე – ბრიტანეთისა და ლიბანის ტენოლოგიური ცენტი. თავად ეს პროექტი კი მეწარმეობის მხარდაჭერაზე და ტექნოლოგიების დანერგვაზე იყო ორიენტირებული, იმისათვის რომ ამ ქვეყნის სამეწარმეო ბაზისთვის მსოფლიო მასშტაბის გზა უფრო ადვილად გახსნილიყო.
Royal Academy of Engineering-ის Enterprise პროგრამის, რომელსაც დღეს ანა ავალიანი ხელმძღვანელობს, 2013-2019 წლების მთავარი რიცხვები კი ასეთია: 75 მხარდაჭერილი სტარტაპი; 400-ზე მეტი მაღალპროფილური ახალი სამუშაო ადგილი; სტარტაპების მიერ მოზიდული 130 მილიონ დოლარზე მეტი.
გამოცილების გაზიარება და კონკრეტული მაგალითების განხილვა ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშველოვანი აღმოჩნდა, თან ისეთი ქალისგან, როგორიც ანა ავალიანია, რომელმაც საკმაოდ რთული გზა გაიარა, მაგრამ შეძლო და გახდა ცვლილების მომტანი კაცების მიერ დომინირებულ სფეროში. ანა ავალიანის მიღწევები მოტივაციასთან ერთად ძალიან დიდი ინსპირაციაა მათთვის, ვისაც სჯერა, რომ დაუღალავ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
Forbes Woman Georgia-სთან ერთად, წარმატებულ ქალთა ისტორიების საზოგადოებისთვის გაზიარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო” და “საქართველოს ბანკი.”
“როდესაც ქალების მიერ ტექნოლოგიებში ჩართულობის გაზრდაზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან მნიშვნლოვანია წარმატებული ქართველი ქალების როლი. ანა ავალიანის გამოცდილებაც ასეთია – დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემაში. მნიშვნელოვანია გვქონდეს ინფორმაცია თუ როგორ ვითარდებიან იქაური სტარტაპები და როგორი სწორება უნდა გვქოდეს ჩვენ, ქართულ სტარტაპებს, როდესაც ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე. ავთანდილ კასრაძე, “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოიების სააგენტოს” ხელმძღვანელი.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს ისეთი საინტერესო შეხვედერების ორგანიზებას, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპებს, მიიღონ ახალი ინფორმაცია, გაიზიარონ საინტერესო გამოცდილება, აღმოაჩინონ დამატებითი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შეხვედრა იყო ანა ავალიანის საჯარო ლექცია. მნიშვნელოვანია, ქართველ სტარტაპებს ჰქონდეთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. რჩევების მიღება თუ როგორ უნდა დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი“- ლიკა თავართქილაძე, საქართველოს ბანკის არასაკრედიტო და არაფინანსური სერვისების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება საქართველოს ბანკს, მის მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესების არამხოლოდ საწყის ეტაპზე მხარდაჭერა, არამედ შემდგომი განვითარების ეტაპებში მონაწილეობაც წარმოადგენს. ასევე, ბანკი ყოველთვის გვერდში უდგას ქალებს და აძლევს მათ შესაძლებლობას მოიპოვონ საკუთარ თავში რწმენა, მიიღონ მეტი ცოდნა როგორც საფინანსო, ისე ბიზნესის მართვის მიმართულებით, დაიჯერონ თავიანთი იდეების და არასდროს დანებდნენ.
ავტორი: თამარა კაჭახიძე