როგორ მოვამზადოთ გამოზამთრებული კანი გაზაფხულისთვის

ავტორი: ქეთა ბაღაშვილი [Beauty Lab]

ზამთრის მიწურულს, დგება დრო როდესაც გაზაფხულს სახის მოვლის რუტინის მივიწყებული ტერმინებით უნდა შევხვდეთ. რამდენადაც მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს ზოგისათვის ყოველდღიური რუტინის ცვლილება და კანის ადაპტირება ახალ მოვლის საშუალებებთან, მიზნობრივი სახის მოვლა ჩვენი სახის კანის ოპტიმიზების აუცილებელი გარანტია.

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია კანის ექსფოლაციისათვის, რაც არათუ მხოლოდ კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას, არამედ კანის სტიმულირებასაც გულისხმობს. რადგან დროსთან ერთად ჩვენი ფორები ათასი მავნე ზემოქმედებით დაზიანებული მკვდარი უჯრედებით ივსება, აუცილებელია კანის ბუნებრივი განახლების პროცესის – ექსფოლაციის დაწყება. ექსფოლიანტების პერმანენტული გამოყენება კანს აჯანსაღებს. ექსფოლიანტი სხვა დანარჩენი პროდუქტებივით, თქვენი კანის ტიპიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

გირჩევთ: ესტედერმის ნიღაბ-ექსფოლიანტს, რომელიც გამოიყენება როგორც მშრალ, ასევე ცხიმიან კანზე თუმცა პროცედურის სხვადასხვა ჯერადობით. მშრალ და მგრძნობიარე კანზე კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიან და კომბინირებულ კანზე კვირაში ორჯერ ან სამჯერ. იგი ნაზად აშორებს კანის ზედაპირს მკვდარ უჯრედებს. ამისათვის საჭიროა, რომ სუფთა და მშრალ კანზე დავიტანოთ ერთგვაროვან ფენად, ჩამოვიფრცქვნათ და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

კოდალის ფორების გამწმენდი კრემ-ექსფოლიანტი

გრეიფრუტის და თეთრი ატმის ნაზი არომატით, ყველა ტიპის კანისთვის, უზრუნველყოფს ძლიერ ამქერცლავ ეფექტს. ასუფთავებს კანს, აცილებს გარქოვანებულ მკვდარ უჯრედებს და სებუმის სიჭარბეს, ასევე ასტიმულირებს კანის განახლების ბუნებრივ პროცესს.

კიდევ ერთი, რისი არსებობის შესახებაც ზამთარი აუცილებლად დაგვავიწყებდა – მზეა. მზისგან დაცვა კანისა და ჩვენი ჯანმრთელობისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მზისგან დაუცველობამ კანის მსუბუქი დაზიანებიდან -კანის უმძიმეს დაავადებებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთი ტონალური კრემი ან დამატენიანებელი კრემი უკვე შეიცავს მზისგან დამცავს, კარგი იქნება, თუ ე.წ. ბაზამდე SPF 30 -ს მაინც დავიტანთ სახეზე. გაზაფხულზე დღის განმავლობაში აუცილებელია მზისგან დამცავის ან SPF-ის შემცველობით დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენება.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჭარბი მზე ისეთივე სახიფათოა ჩვენი კანისთვის, როგორც მზის ნაკლებობა. მზე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. სითბოს, სინათლის და D ვიტამინის სინთეზისა და ბუნებრივი ანტი-სტრესული, ანტი-დეპრესანტული მოქმედების გამო. ჭარბი მზე და არასწორი მზის აბაზანები ასტიმულირებს ფოტო-დაბერების პროცესს, იწვევს დერმის დაზიანებას,დამწვრობას, ანთებას, კანის კიბოს. კანის კიბოს უმეტესობა გამოწვეულია ულტრაიისფერი რადიაციის (UVR) მიერ დნმ-ის დაზიანებით. სწორედ ამიტომ დღევანდელი ოქსიდაციური სტრესის პირობებში აუცილებელია როგორც ხილული, ასევე უხილავი სხივებისგან დაცვა. განსაკუთრებულია ფრანგული Esthederm-ის, Caudalie-ისა და Bioderma-ს ბრენდის მზისგან დამცავები,რომლებიც იცავენ ყველა სახის მზის სპექტრისგან.

თუმცა გაზაფხულისთვის მოსამზადებელი კანი, მხოლოდ ექსფოლაციით ვერ დაკმაყოფილდება, ღრმა წმენდის შემდეგ აუცილებელია კანის დამშვიდება, აღდგენა და დატენიანება. დამატენიანებლის გამოტოვებამ რუტინიდან, შესაძლოა გამოიწვიოს კანის დეჰიდრატაცია და გამოშრობა. მაშინაც კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მზიანი დღეების მოხშირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ გაჯერებული სტრუქტურის დამატენიანებლები შედარებით თხელი და მსუბუქით ჩავანაცვლოთ. თხელი ტექსტურა შედარებით მარტივად შეიწოვება და ბევრად ბუნებრივ იერს მისცემს კანს. ცხადია ყველა ამ წესის დაცვის პარალელურად, წყლის ხშირი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი სხეული ჰიდრატირებული იყოს.

გირჩევთ: კოდალის დამატენიანებელ მატონოზირებელ სითხეს vinoperfect – რომელიც SPF 20-საც შეიცავს. რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. გამოიყენება ყველა ტიპის პიგმენტური ლაქების, აკნეს შემდგომი ნაწიბურების და სიწითლის სამკურნალოდ და დასაფარად. ატენიანებს კანს და იცავს მზის მავნე სხივებისგან. კოდალის დღის დამატენიანებელი სითხეს – ასევე SPF20- ის შემცველობით ირეკლავს შუქს და ქმნის ფოტოშოპის ეფექტს. ვინიფერინის შემცველობა ხელს უწყობს პიგმენტაციის დარეგურილებას, კანის ერთგვაროვან ფერს და ავიწროვებს ფორებს. ეს პროდუქტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის ბაზადაც.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეთ, რომ ტუჩები ჩვენი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური ნაწილია და რადგან ზამთრის სიცივე მასაც აზიანებს, მნიშვნელოვანია რომ ტუჩებიის მუდმივად დატენიანებული გვქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მისი აქერცვლა და გამოშრობა.

გირჩევთ : ბიოდერმას ტუჩის საცხი- ჟოლოს არომატით, რომელიც არის ერთგვარი დამატენიანებელი საცხი დამსკდარი და მგრძნობიარე ტუჩებისთვის. მასში არსებული შის ხის ზეთი კი მკვებავ ფუნქციასაც ასრულებს.

კოდალის ბრენდის French Kiss- ი 98% ით ნატურალური ინგრედიენტებით შექმნილი ტუჩის დამატენიანებელია 3 სხვადასხვა ფერითა და არომატით. ბალზამი კვებავს ტუჩის ნაზ კანს, იცავს დაზიანებისგან, გამოირჩევა სასიამოვნო არომატით.

გაზაფხულის დასაწყისი სწორედ ის პერიოდია, როდესაც დროა ზამთარში გამომშრალი კანიდან მკვდარი უჯრედები მოვაცილოთ, რათა ჩვენს კანს მივანიჭოთ მეტად ჯანმრთელი და მბზინვარე ეფექტი, გადავიდეთ შედარებით თხელი სტრუქტურის მქონე პროდუქტებზე და რაც მთავარია, თავი დავიცვათ მზის სხივებისგან.