Instagram-ის გავლენებზე ალბათ ყველას გსმენიათ, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე და უბიძგებს სხვადასხვა ქმედებისკენ. ამ სტატიაში ვეცდებით დაგეხმაროთ და გირჩიოთ როგორ გახდეთ ინსტაგრამ ინფლუენსერები. ჰუდა კატანი (Huda kattan) ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ინსტაგრამის გავლენებით მოლიონობით დოლარის შოვნა და აუდიტორიის გამოყენება შენი მიზნების მისაღწევად.
დაფიქრდით, როდის ყიდულობთ ახალ სმარტფონს ან ახალ მაისურს? მას შემდეგ რაც ამაზონზე ნახეთ თუ მას შემდეგ, რაც პროდუქტის მიმოხილვებში დადებითი კომენტარები ამოიკითხეთ?
ოლაპიკი მედია პლატფორმაა, რომელიც სწორედ მომხმარებლის და სოციალური ქსელების გავლენებზე მუშაობს. მის მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ მომხმარებელთა 49% უფრო მეტ შესყიდვებს აკეთებს, თუ ნახავს, რომ რეკომენდაციას იღებს ინიდვიდისგან, რომელმაც მისთვის სასურველი პროდუქცია შეიძინა. ანალოგიური კვლევა ჩაატარა influence central-მა, სადაც შეგვიძლია ვნახოთ, რომ მომხმარებლებმა ინსგტაგრამის გავლენებიანი მრჩეველები დაასახელეს როგორც მეექვესე ფაქტორი, რაც მათ შესყიდვებზე ახდენს გავლენას.
ახლა კი დროა ნაბიჯ-ნაბიჯ გაგიზიაროთ ინსტრუქცია, როგორ შეიძლება გახდეთ წარმატებული ინსტაგრამ მომხმარებელი და აქციოთ სოციალური ქსელი შემოსავლის წყაროდ.
აირჩე ნიშა
ეს პირველი გზაა ინსტაგრამზე ბიზნესის წამოსაწყებად. ჯობია აირჩიოთ ნიშა და მიმართულება, რომელშიც ყველაზე კარგად ერკვევით. არ აქვს მნიშნელობა ეს მოგზაურობა იქნება, კორეული მეთოდებით სახის მოვლა თუ კულინარია, მთავარია თქვენი პოსტები სხვებისთვის გამორჩეული და საინტერესო იყოს.
რჩევები გვერდის შექმნის წინ
მას შემდეგ, რაც ნიშას სწორად შეარჩევთ და გადაწყვტეთ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი ინსტაგრამს დაუთმოთ, შეუდექით ბლოგების მომზადებას, რომელიც აუდიტორიის მაქსიმალურ ჩართულობას და ინტერაქციას გამოიწვევს. ამ დროს უმნიშვნელოვანესია ახლოს იყოთ თქვენს აუდიტორიასთან. ამისათვის კი საჭიროა მუდმივად გაამდიდროთ თქვენი კონტენტი და მათ თქვენი ხმა ხშირად გააგონოთ. ნუ დაგავიწყებათ ისიც, რომ ინსტაგრამი საერთაშორისო სოციალური ქსელია, შესაბამისად ის გაძლევთ საშუალებას გაზარდოთ თქვენი მომხმარებლების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორი დაწყება იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური, შეგიძლიათ იხილოთ რაიან რობინსონის (ryan robinson) სიღრმისეული სახელმძღვანელო ბლოგის წამოწყებისა და ჩვენი შემოსავლების ზრდის გზებზე.
შექმენით „ბიზნეს გვერდი“
რა არის ბიზნეს გვერდი და რაში გვჭირდება ის?
ეს გვერდი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა თქვენი მომხარებლის ასაკი, დემოგრაფია, აუდიტორიის აქტივობის დრო. შესაბამისად თქვენი ინსტაგრამის გვერდი მოითხოვს ანალიტიკასაც, რაც დაგეხმარებათ დასახოთ უკეთესი სტრატეგია გაყიდვების სტიმულირებისთვის. ამ ყველაფერში გეხმარებათ ინსტაგრამის ჩართი Instagram insight.
ნუ დაგავიწყდებათ რეკლამაც!
ბიზნესების მფლობელები თანამშრომლობენ ბრენდებთან, რაც, მართალია ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა თქვენთვის მთავარი მიზანი ხომ ახალი მიმდევრების დაგროვებაა.
დაწერეთ საინტერესო ინსტაგრამ “ლიდი”
შემდეგი ნაბიჯია შექმნა ეფექტური “ლიდი.” პირველი, რაც მომხმარებლის თვალში ხვდება სწორედ ეს არის. მართალია, მხოლოდ 150 ასო-ბგერის გამიყენების უფლება გვაქვს, თუმცა რაც უფრო მოკლე და საინტერესო იქნება თქვენი ლიდი, გამომწერების მატების ალბათობაც მეტია. ეცადეთ გახადოთ ის მაქსიმალურად მკაფიო და ლაკონური. ამისათვის კარგი გზაა ჰკითხოთ საკუთარ თავს რას დავწერდით სოციალურ ქსელში თქვენი თავის გაცნობისად? დიახ, თქვენი ლიდიც სწორედ ეს უნდა იყოს.
ჩამოთვალეთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც ბრენდის დასახასიათებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აღწერეთ ვინ ხართ და რას აკეთებთ და მიეცით თქვენს მომხმარებლებს უფლება იფიქრონ, რომ სწორად მოიქცნენ, როცა თქვენი მიმდევარი გახდნენ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენი გვერდის ესთეტიკურ მხარეს
თუ ვიკითხავთ რა საერთო აქვს ინსტაგრამ ინფულენსერებს ერთმანეთთან,პასუხი აშკარაა-გვერდის ესთეტიკა.
როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი მაქსიმალურად ესთეტიკური? პირველ რიგში, აუცილებელია იცოდეთ როგორი ფოტო განათავსოთ. თუმცა ნუ შეშინდებით, ამისთვის აუცილებელი არ არის კარგი ფოტოგრაფი იყოთ. ფოტოს გადაღებისას მთავარია სწორი რასკურსით გადაიღოთ და ეფექტურად დაამუშაოთ ინსტაგრამზე განთავსებისას. ზოგიერთი ბლოგერი 1 ან 2 ფილტრს იყენებს , რათა მისი გვერდი თანმიმდევრული და ეფექტური გამოჩნდეს. თუ გიყვართ პასტელური ფერები ეცადეთ სულ ერთ სტილში დაამუშაოთ ფოტოები, ხოლო თუ მინიმალიზმი ან მონოქრონიზმი გიზიდავთ საინტერესო იქნება თქვენი შავ-თეთრი ფოტოებით შექმნილი ბლოგი.
დაწერეთ სათაურები, რომლებიც ასახავს თქვენი ბრენდის ინდივიდუალიზმს
მართალია ფოტო თქვენი მომხმარებლებისთვის პირველ ეფექტს ქმნის, თუმცა ის ვერ იქნება საინტერესო თუ სათაურიც საინტერესო არ აქვს. გახადეთ თქვენი ბრენდი ამით უფრო საინტერესო, აარჩიეთ რამდენიმე ზედსართავი, რომელიც მის დახასიათებაში დაგეხმარებათ და გამოიყენეთ ის თქვენი ფოტოების სათაურებში.
შეარჩიეთ სწორი ჰეშთეგები
სინამდვილეში, ჰეშთეგებით განთავსებული პოსტები 12,6%-ით ზრდის მომხარებლების რიცხვს. მაგალითად, თუ თქვენი ბლოგი თავის მოვლას ეხება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგი #skincare, რომელიც დაეხმარება თქვენს მომხმარებლებს უფრო მალე იპოვნონ თქვენი ბრენდი.
ჰეშთეგები შიეძლება იყოს:
საზოგადოების, ცხოვრების წესის, ბრენდის გამოწვევების, სპეციფიკური მოვლენების ან პროდუქტის შესახებ. ის დამოკიდებულია თქვენი ბრენდის მახასიათებლებზე.
იდეალურ პოსტს 5 დან 30-მდე ჰეშთეგი უნდა ჰქონდეს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, მხოლოდ 11 ჰეშთეგი აღწევს ჩვენს საბოლოო მიზანს-ვაპოვნინოთ სხვებს ჩვენი გვერდი.
თუ არ იცით როგორ იპოვნოთ თქენთვის ყველაზე მისაღები ჰეშთეგები, საწყის ეტაპზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა ბრენდების ან ინფლუენსერების პოსტები და დააკვირდეთ როგორ ცდილობენ თავიანთი პროდუქტის პოზიციონირებას.
ხშირად განათავსეთ ახალი კონტენტი
თქვენი პოსტების სიხშირე კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც თქვენი გამომწერების რიცხვს განსაზღვრავს. დაფიქრდით, თუ თქვენ პოსტებს კვირაში 1 ან 2 ჯერ აქვეყნებთ,რამდენად ხშირად შემოვა თქვენთან სხვა მომხმარებელი?
ცნობილი ბრენდები პოსტებს დღეში საშუალოდ 1.5-ჯერ აქვეყნებენ.
Instagram-ზე პოსტების სიხშირის შესახებ უამრავი კვლევა არსებობს. თუ თქვენი ყოველკვირეული ჩართულობის ვარდნა შეინიშნება, მაშინ თქვენი შეტყობინებები Instagram-ის ალგორითმში დაბალ ადგილზე გადაინაცვლებს. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლებთანაც ნაკლებად გამოჩნდებით. იმისათვის, რომ ხშირად იყოთ კონტაქტზე თქვენს მომხარებლებთან შეგიძლიათ ასევე გამოიყენით ფასიანი სერვისები, რომლებიც 20$-დან 200$-მდე მერყეობს. ის დაგეხმარებათ ხშირად შეახსენოთ თავი თქვენს გამომწერებს.
იურთიერთეთ თქვენს გამომწერებთან
ინსტაგრამი სოციალური პლათფორმაა, შესაბამისად თქვენი წარმატებისთვის აუცილებელია ხშირად გქონდეთ ურთიერთობა თქვენს გამომწერებთან.
ინსტაგრამი ასევე საშუალებას გვაძლევს თავად მოიპოვოთ გამომწერები. მაგალითად, თუ თქვენ ხართ მნიშვნელოვანი მათთვის, ვისაც უყვარს მაკიაჟის კეთება, შეგიძლიათ მოძებნოთ #makeuptutorial და კომენტარების განყოფილებაში იპოვნოთ თქვენი პოტენციური გამომწერები. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ დაიწყოთ ფიქრი რას ეტყოდით მათ მოსაზიდად ან როგორ მოახდენდით მათზე შთაბეჭდილებას.
თუმცა, აქვე ნუ დაგავიწყდებათ ძველი ურთიერთობები. გადაამოწმეთ თქვენი შეტყობინებების განყოფილება, გაეცით თუ არა პასუხი თქვენს ყველა გამომწერს. ადამიანებს სიამოვნებთ ის ფაქტი, რომ გავლენიანი ადამიანები დროს პოულობენ მათთან საურთერთობოდ. და აქვე, ნუ გამოგრჩებათ მადლობა გადაუხადოთ გამომწერებს მხარდაჭერისთვის და მუდამ გახსოვდეთ რომ თქვენი წარმატების წყარო სწორედ ეს ადამიანები არიან.
დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა ბრენდებს
მას შემდეგ, რაც დააგრივებთ გამომწერების საკმარის რაოდენობას, დროა დაიწყოთ ფიქრი თქვენს ურთიერთობებეზე ბრენდებთან. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კამპანიებში, ან უბრალოდ გამოიყენით მათი ჰეშთეგები, რაც ერთიორად გაზრდის თქვენი პროფილის მიმართ ინტერესს. მოიძიეთ ბრენდი, რომელიც გიყვართ და ენდობით. აუცილებელია თქვენს მომხმარებლებს დაანახოთ, რომ თქვენ დაკავშრებული ხართ ხარისხიან ბრენდთან, რითაც თქვენი მომხმარებლების ნდობაც გაიზრდება თქვენს მიმართ. შესთავაზეთ მათ გულწრფელი მიმოხილვები.
გახდი ინსტაგრამ მარკეტინგის ექსპერტი
ვიცით, რომ შეიძლება ცუდ ამბავს გატყობინებთ, მაგრამ გახდე წარმატებული ბიზნეს პროფილის მფლობელი ეს მხოლოდ ნახევარი ბრძოლის მოგებას ნიშნავს.
ყველაზე რთული შენარჩნებაა. ძნელია შეინარჩუნოთ გვერდის ესთეტიკა და მომხმარებლები. სასიხარულო ამბავი კი ის არის, რომ თქვენ შეძლებთ იმუშაოთ ბრენდებთან, რომლებიც გიყვართ და ამით გამოიმუშაოთ ფული.
თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი მომხმარებლების არეალი, იფიქრეთ სხვა სოციალური მედიის არხებზეც. ეს მოგცემთ საშუალებას გზა გახსნათ სრულიად ახალ აუდიტორიასთან. მას შემდეგ კი, რაც ჩათვლით რომ თქვენს გვერდზე ყველაფერი რიგზეა, შეიძინეთ ინსტაგრამის ფასიანი სერვისები, დაზოგეთ მეტი დრო თქვენს ცხოვრებაში და ჩადეთ ინვესტიცია თქვენი მომავალი წარმატების მისაღწევად.
წყარო: SKEDSOCIAL
თარგმანი: თამთა ბარძემიშვილი