როგორ გახდნენ ჩვენთვის საყვარელი emoji-ები საზარელი მონსტრები

დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რთული  აღარაა ადამიანების ფოტოსურათების დაგენერირებაათასობით პორტრეტების შესწავლის შემდეგ ალგორითმები ამ საქმეს წარმატებით ართმევენ თავს.

ასე მივდივართ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ კარიკატურებამდე და იმ ადამიანების ფოტოსურათებამდე, რომლებიც რეალურად არც არასდროს არსებულან. ამ მექანიზმების საშუალებით ასევე შესაძლებელია პიქსელებიანი ფოტოსურათებიდან მაღალხარისხიანი გამოსახულების აწყობა და ადამიანებისთვის მათი რეალური გამომეტყველების დაბრუნება.

ალგორითმი, რომელიც Korea Advanced Institute of Science and Technology-ის ინჟინრებმა შექმნეს, იყენებს იმ ახალ ტექნოლოგიას, რომელსაც სახის ამოცნობისა და აღდგენის უნარი გააჩნია და ასევე ფლობს იმ მექანიზმებს, რომლითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ “blur-ისშემცველი ფოტოსურათები.

თუმცა, ზოგჯერ  თანამედროვე სამყაროს ეს შესაძლებლობები შეიძლება არცთუ ისე მომხიბვლელი მოგვეჩვენოსმაგალითად როდესაც აღშფოთებული გამომეტყველების მქონე ემოჯი გარდაიქმნება ყვითელი კანის ფერის მქონე მოხუც კაცად, ხოლო საყვარელი ოჯახური სიმბოლოს მქონე ემოჯი კი საზარელ ნაოჭებიან მონსტრად.

წყარო: futurism

ავტორი: DAN ROBITZSKI