
აშშ-ში კენტუკის შტატის გუბერნატორმა, COVID-19-ის გავრცელების შესასუსტებლად, მოქალაქეებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა, თუმცა შტატის უდიდეს ქალაქ ლუისვილში მცხოვრებლები თვითიზოლაციაზე კვლავ უარს აცხადებენ.
ამის საპასუხოდ, საოლქო სასამართლოს ერთ-ერთმა წევრმა სპეციალური ფეხზე დასამაგრებელი მოწყობილობები, ე.წ. ankle monitor, შეუკვეთა, რომლის ტარებაც დაინფიცირებულებსა და თვითიზოლაციის დამრღვევ, მაშასადამე, დანაშაულის ჩამდენ პირებს, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო ყველა ამ ტიპის საქმის განხილვას აპირებს.