რამდენს ხარჯავენ ტურისტები საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2019 წლის II კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 1,896,104 იყო, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია.

საინტერესოა, რამდენს შეადგენს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯები?

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 1,261.6 ლარი.

დანახარჯების ყველაზე დიდი წილი განთავსების საშუალებებზე (მთლიანი ხარჯები 24.7%) და საკვებსა და სასმელზე (24.5%) დაფიქსირდა. ასევე მნიშვნელოვანი წილით იყო წარმოდგენილი რეკრეაციულ და კულტურულ აქტივობებზე დანახარჯები (23.4%), ხოლო შოპინგზე ვიზიტორებმა მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 18.6% გასწიეს.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ფოტო: PropertGeorgia.ge