პირველი ქალი, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდის მეთაური იქნება

პირველად ამერიკის ისტორიაში, საზღვაო ძალებმა შეარჩია ქალი, ემა ბაურნშმიდტი, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდის მეთაური იქნება. ამის შესახებ პირველად “task & purpose” იტყობინება.

აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილება საზღვაო ძალებმა დეკემბრის დასაწყისში მიიღო და როგორც ისინი იუწყებიან, კაპიტანი ემა მოვალეობის შესრულებას 2022 წელს შეუდგება. „მე მიყვარს მეზღვაურების მეთაურობა და ამ პასუხისმგებლობას ძალიან სერიოზულად ვუყურებ“ – თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ბაურნშმიდტმა დაამთავრა აშშ-ს საზღვაო აკადემია 1994 წელს. იმავე წელს კონგრესმა შეცვალა კანონი, რომლითაც ქალებს საშუალება მიეცათ ემსახურათ სამხედრო დანიშნულების გემებზე. ბაუერნშმიტი ასევე იყო პირველი ქალი აღმასრულებელი ოფიცერი ავიამზიდზე, 2016 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვრამდე.