პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის (USCP) უფროსის მოვალეობას შეასრულებს

პირველი ქალი, რომელიც USCP  უფროსის მოვალეობას შეასრულებს იოგანანდა პითმენია. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აბუნტდნენ და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სტივენ სუნდი თანამდებობიდან გადადგა. მის პოზიციას კი USCP-ის არსებობის ისტორიაში პირველად ქალი დაიკავებს.

იოგანანდა, რომელიც უკანასკნელ მოვლენებამდე უფროსის ასისტენტის თანამდებობას იკავებდა, გარდა იმისა, რომ პირველია ქალია აღნიშნულ თანამდებობაზე, ისტორიაში ასევე შევა, როგორც პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც უხელმძღვანელებს ფედერალურ სამართალდამცავ სააგენტოს, რომელიც კონგრესს იცავს.

თავის მიმართვაში მან, პირველ რიგში, პატივი მიაგო  დაღუპული ოფიცრების ხსოვნას. შემდეგ კი ისაუბრა  მოახლოებულ  ინაუგურაციაზე, რომლის მიმდინარეობისასაც  კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე საჯარო შესასვლელები დაკეტილი იქნება. ინაუგურაცია, მიუხედავად  მიმდინარე მოვლენებისა,  განრიგის მიხედვით ჩატარდება. პითმენმა ასევე ხაზი გაუსვა, იმასაც რომ, გრძელდება გამოძიება და დეპარტამენტი აქტიურად განიხილავს  სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებსა და  სხვადასხვა ღია მასალას, რომლებიც ასახავენ  სხვადასხვა დარღვევას USCP-ის ოფიცრების მხრიდან – რამდენიმე ოფიცერი უკვე დათხოვნილია და ელოდება გამოძიების დასრულებას.

USCP-ს ვებგვერდის  მიხედვით, პითმენი სამართალდამცავ დეპარტამენტს 2001 წელს  შეუერთდა და  ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკელი ქალი მეთაური გახდა, რომელმაც კაპიტნის წოდებას მიაღწია. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისას იგი ზედამხედველობდა 400-ზე მეტ ოფიცერსა და სამოქალაქო პირს.

იოგანანდას დაწინაურება მას იმ რამდენიმე აფრო-ამერიკელ ქალს შორის აყენებს, რომლებიც  სხვადასხვა ქალაქების სამართალდამცავ ორგანოებს ხელმძღვანელობენ.