Microsoft-მა „ჰიბრიდული სამუშაო ადგილის“ შექმნით დაადასტურა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას შეძლებენ. Microsoft-ის განცხადებით, კომპანია სამუშაო ოფისებს 2021 წლის იანვრამდე არ გახსნის. თანამშრომლებს, რომელთა სამუშაოს შესრულებაც სრულიად დისტანციურად შეიძლება, კომპანია საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის დატოვების უფლებას აძლევს. ასეთ შემთხვევებში, Microsoft-ის მიერ გაცემული კომპენსაციები და შეღავათები შეიცვლება. შეგახსენებთ, რომ დასაქმებულებისთვის, რომლებიც ტექნიკურ ლაბორატორიებსა თუ მონაცემთა ცენტრებს იყენებენ, Microsoft-ის ოფისებში შესვლა ნებადართულია.
pfoto – Mohammad Rezaie
„ჰიბრიდული სამუშაო ადგილი“ გაცილებით მოქნილ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს დასაქმებულებს. თანამშრომლებს, ასევე, შეუძლიათ, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა მოითხოვონ. Microsoft-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, კეტლინ ჰოგანის, განცხადებით, კორონავირუსმა კომპანიის მმართველები მუშაობის ალტერნატიული გზების ძიებაზე დააფიქრა. Microsoft-ი დასაქმებულებს ინდივიდუალურ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, რაც ბიზნესსა და ადამიანების ცხოვრებას დააბალანსებს. კეტლინ ჰოგანის თქმით, 150,000 თანამშრომლიდან უმეტესობა დისტანციურად მუშაობას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-ი ერთადერთი კომპანია არ არის, რომელიც დისტანციურად მუშაობს. Twitter-ი, Facebook-ი აქტიურად ცდილობენ, თანამშრომლები ონლაინ პლატფორმაზე გადაიყვანონ.