დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის და სხვა ორგანიზაციების გამოკითხვა ცხადყოფს, რომ პანდემიის პირობებში ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორებიცაა შფოთვა, დეპრესია და სუიციდური ფიქრები, გაიზარდა. გარდა ამისა, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და წვდომა პირველადი ჯანდაცვის სერვისზე. ასევე, შეეზღუდათ მეგობრებთან და ოჯახთან კონტაქტი, რაც, თავის მხრივ, ფსიქიკური პრობლემების გამწვავებას უწყობს ხელს.
უახლეს კვლევებში, რომლებიც მაიამის, ჩრ. კაროლინის, ჩაპელ ჰილის, ტექსასისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში ჩატარდა, აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი საშუალება, რითაც ადამიანები სტრესულ ვითარებებთან გამკლავებას ცდილობენ, მარიხუანას მოხმარებაა.
Wounded Brain with Marijuana Leaf GETTY
ამავე კვლევის თანახმად, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებში მარიხუანას მოხმარება პანდემიის პირობებში 91%-ით გაიზარდა.
ჯამში 1202 გამოკითხულთაგან:
-ყველას მოუხმარია მარიხუანა უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში, მათგან 65.3% მოიხმარს ყოველდღიურად ან, თითქმის, ყოველდღე;
-დაახლოებით ნახევარს მარიხუანას მოხმარების დოზა არ გაუზრდია, 38.4%-მა – გაზარდა, ხოლო, 8.8%-მა – შეამცირა.
თუმცა, რთულია სამედიცინო მარიხუანას მოხმარების შედეგების ეფექტიანობაზე საუბარი. მომხმარებლების ნაწილი, რომელთაც ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია ან ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა (PTSD), აცხადებენ, რომ მათ პრობლემაზე მარიხუანის მოხმარებამ დადებითად იმოქმედა. ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, სამედიცინო მარიხუანას სასარებლო ან საზიანო გავლენა ამ დაავადებებზე ამ ეტაპზე დაუდგენელია.
მეცნიერებისა და ინჟინერიის ეროვნული აკადემიის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არსებული კვლევები და მკიცებულებები, რომლებიც სამედიცინო მარიხუანას დადებით ეფექტს მოწმობს სხვადასხვა დაავადებებზე, სუსტია იმისთვის, რომ მარიხუანა დაავადებებთან საბრძოლველად ხანგრძლივი მკურნაობისთვის გამოიყენონ.
წყარო – Forbes