იავნეში მდებარე არქეოლოგიურ ჭრილში, რომელიც ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ორმა მოზარდმა საზაფხულო არდადეგების დროს ოქროს მონეტები აღმოაჩინა. ისინი ე.წ “წინასამხედრო სამსახურს” გადიოდნენ, როცა შემთხვევით, მიწის თხრის დროს, აღმოაჩინეს თიხის ქილა, სადაც ოქროს მონეტები იყო მოთავსებული. მოზარდების თქმით, მათ ოქროს მონეტები ფორმის გამო თავდაპირველად ფოთლები ეგონათ.
მონეტების ექპერტმა, რობერტ კოულმა, განაცხადა, რომ მონეტები მე-9 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც რეგიონს ისლამური აბასიანთა სახალიფო მართავდა.
აღმოჩენილია 425 მონეტა, რომელიც სუფთა, 24კარატიანი ოქროსგანაა დამზადებული, ხოლო მისი ჯამური წონა 845 გრამია. კოულმა განაცხადა, რომ მეცხრე საუკუნეში ამ თანხის მფლობელს შეეძლო პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებული სახლიც კი შეეძინა.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მონეტაზე გამოსახულია ბიზანტიის იმპერატორი თეოფილე, რაც იმას მიანიშნებს, რომ კავშირი ქრისტიანულ იმპერიებსა და ისლამისტურ სახალიფოებს შორის არა მხოლოდ ომიანობის, არამედ მშვიდობიანი პერიოდის დროსაც იყო.