ორშაბათს ნობელის პრემიის კომისიამ გამარჯვებულად ცნო სამი მკვლევარი: ჰარვი ჯეიმს ალტერი, მაიკლ ჰუტონი და ჩარლზ რაისი. მათმა მეცნიერულმა კვლევამ სამედიცინო სფეროში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
Credits to Niklas Elmehed
ნობელის ასამბლეამ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის იზოლაცია მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში, რის შედეგადაც, შეიქმნა ტესტირების სპეციფიკური რეჟიმი და სამკურნალო საშუალებები დაავადების აღმოსაფხვრელად.
პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გამო, წლევანდელი პრემია განსაკუთრებით მნიშნელოვანია სამედიცინო სფეროში მომუშავეთათვის. მართალია, პანდემია ახლა მსოფლიოში ყველაზე აქტუალური თემაა, თუმცა ნობელის პრემიის ტრადიციიდან გამომდინარე (გამარჯვებული სახელდება წლების წინ გაკეთებული აღმოჩენების საფუძველზე, რომელთა მიერ ჩატარებული კვლევები პრაქტიკაში წარმატებულია), პრემია არ გადაეცათ მეცნიერებს, რომლებიც კორონავირუსს იკვლევენ.
უცნობი ინფექციური აგენტის გამოსაყოფად ჰარვი ალტერმა შეძლო იმის დემონსტრირება, რომ ჯერ კიდევ უცნობი ვირუსი ქრონიკული ჰეპატიტის მიზეზია, ხოლო მაიკლ ჰოთტონმა გამოყო გენომი, რომელსაც მოგვიანებით C ჰეპატიტი ეწოდა. ჩარლზ რაისმა კი დაამტკიცა, რომ C ჰეპატიტს შეუძლია, გამოიწვიოს ქრონიკული ჰეპატიტი.
შვედი მეცნიერის, ალფრედ ნობელის, ანდერძის თანახმად, გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 10 მილიონი შვედური კრონას (956 000 ევრო) სახით.