ნეტფლიქსში 2020 წელს დასაქმებულთა მიღებული ხელფასები ცნობილია

2020 წელი ნეტფლიქსისთვის წარმატებული აღმოჩნდა: პანდემიის დროს მსოფლიოს მასშტაბით მისი გამომწერთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ამავე პერიოდში ნეტფლიქსის სერიალებს, როგორებიცაა ,,მეფე ვეფხვი” (Tiger King) და ,,ლაზიერის გამბიტი” (The Queen’s Gambit), უამრავი მაყურებელი ჰყავდა. LinkedIn–ის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს კომპანიას არ შეუწყვეტია ხალხის დასაქმება.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სერტიფიცირების უწყებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნეტფლიქსმა 144 საგარეო შრომის სერტიფიცირების განაცხადი წარადგინა. ყველა დამტკიცდა 2020–ის საბიუჯეტო წლის განმავლობაში. აპლიკანტების უმრავლესობა ნეტფლიქსის ლოს–ანჯელესის, ლოს–გატოსისა და კალიფორნისიის ოფისებში დასაქმდა.

ნეტფლიქსს კომპენსირების განსაკუთრებული სისტემა აქვს, მისი ძირითადი პრინციპი – ,,თავისუფლება და პასუხისმგებლობა”, ამ საკითხშიც აისახება. კომპანია დასაქმებულებს ბონუსებს არ სთავაზობს, რადგან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მსგავსი სისტემა აფერხებს ინოვაციებს. სამაგიეროდ, ნეტფლიქსის თანამშრომლებს კარგი ანაზღაურება აქვთ. კომპანია, რომელიც საკუთარ თავს სპორტულ გუნდს უწოდებს, დასაქმებულებს მათი პროფესიის ბაზარზე დაწესებულ უმაღლეს ხელფასს უხდის.

ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ნეტფლიქსმა უცხოელი თანამშრომლებისთვის საგარეო შრომის სერტიფიცირების განაცხადში მინიმალური ხელფასი წარადგინა. აღნიშნული ხელფასები ემთხვევა იმ დასაქმებულების საშუალო კომპენსაციას, რომლებიც ფლობენ მოთხოვნილ უნარებს და იგივე ინდუსტრიაში მსგავს საქმეს არსულებენ.

ნეტფლიქსმა შეიძლება გადაუხადოს დასაქმებულებს იმაზე მეტი, ვიდრე განაცხადშია მითითებული ან გაუწიოს კომპენსაცია სხვა გზით, მაგალითისთვის – შეთავაზოს აქციები ან/და გრანტები. გასათვალისწინებელია, რომ კომპანია ბონუსების მომხრე არაა და, შესაბამისად, თანამშრომლებს შესაძლებლობა არ აქვთ აირჩიონ მათი კომპენსაციის ფორმა – რა ნაწილი ანაზღაურდება ფულადად და რა – აქციებით.

გასაჯაროებული ინფორმაციის მიხედვით, განსხვავებული პოზიციებისთვის ნეტფლიქსის შეთავაზებული წლიური ხელფასები 110,000 დოლარიდან 850,000–მდე მერყეობს, საშუალო კი – 400,000 დოლარია.

წყარო – businessinsider