მშვიდობიანი მსოფლიოსთვის

ფოტო: ანა ბოკო

ნინო ზამბახიძე

აღსანიშნავია, რომ კარიერა თარჯიმანრეფერენტობიდან დაიწყო. სწავლა ისეთ პერიოდში მოუწია, როცა განათლების სისტემა როგორც სახელმწიფო სტრუქტურა არ არსებობდა. იმ თაობას მიეკუთვნება, ვისთვისაც კარიერული გამოწვევები და საგანმანათლებლო შესაძლებლობები უცხო იყო. საბაზისო განათლების მიღება საკმაოდ დიდ ასაკში მოუწია. როდესაც თანამედროვე განათლების სისტემაში ჩაერთო, მიხვდა, რამდენი წელი ჰქონდა დაკარგული. პროფესია რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც ასწავლა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარების, სწავლისა და შეცნობის პროცესში ყოფნა. ეს პროცესები ადამიანს აძლიერებს და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სამი პროფესიის გამოცვლის შემდეგ, მარკეტინგული კურსები გავიარე, თუმცა ამ კუთხით არ მიმუშავია, შემდეგ უკვე წარმოების სფეროში დავიწყე მოღვაწეობა და გავხდი გლობალური მენეჯერი. განვითარების მუდმივი სურვილი, ჩემს ერთერთ ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ მიღწევად მიმაჩნია,” ამბობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე დაახალგაზრდა გლობალური ლიდერი” – ნინო ზამბახიძე.

იმ გამოცდილებებმა და ცოდნამ, რომლებიც წლების განმავლობაში დააგროვა, მისცა შესაძლებლობა საფუძვლიანად დააკვირდეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებრივ ქცევას და აღიქვას ადგილობრივი შრომითი ბაზრის მოთხოვნები და გამოწვევები. ბევრი უფიქრია იმაზეც, თუ რა უნარჩვევებია იმისთვის საჭირო, რომ დღეს ადამიანმა საქართველოს შრომით ბაზარზე წარმატებას მიაღწიოსბევრს ვკითხულობ ამ მიმართულებით. თანამედროვე განათლების სისტემები და სხვადასხვა პროფესიული პრაქტიკა მრავალფეროვანი უნარჩვევებისა და მოხერხებული კადრის შექმნაზეა ორიენტირებული. თუ ადამიანს აქვს ადაპტაციის უნარი სხვადასხვა გარემოსთან, სფეროსთან, სამსახურეობრივ პასუხისმგებლობასთან და საზოგადოებასთანის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს,” ამბობს ნინო. სწამს, რომ ვიწრო პროფესიული ცოდნა სწავლებადია და მშრომელი ადამიანი, ვისაც ესმის უნარჩვევების გამომუშავების მნიშვნელობა, ავტომატურად გახდება სასურველი კანდიდატი დამსაქმებლისთვის. ფიქრობს, რომ სწორედ მშრომელი, მიზანდასახული, განათლებული და უნარიანი ადამიანები ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ.

სადაც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლააიქ არიანახალგაზრდა გლობალური ლიდერებიც”. იმ დიდ ოჯახში, რომელიც მსოფლიოს კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებს, ნინო ზამბახიძეს დამსახურებული ადგილი უკავია.

ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ქვეყნები და მათი კულტურა სიღრმისეულად შევიცნოთ. ინფორმაცია, რომელიცახალგაზრდა გლობალურმა ლიდერებმასაქართველოდან წაიღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ახლო შეხება ქვეყნის კულტურასთან მათ თითოეულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს. საქართველო მათთვის უცხო ქვეყანა აღარასდროს იქნება, რადგან თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აქ არის ადამიანთა გუნდი, რომლებიც მათთან ერთად ქმნიან წარმატებულ და მშვიდობიან მსოფლიოს,” ამბობს ის. კონკრეტულად მისი წვლილი ამ დიდ საქმეში, სოფლის მეურნეობაში აქტიურობა და სფეროს პოზიციონირებაა. გლობალური ლიდერები დაინტერესდნენ აპლიკაციააგრონავტით”, რომელიც ნინომ და მისმა გუნდმა სპეციალურად ფერმერებისთვის შექმნეს. ლიდერებმა ერთხმად აღიარეს, რომ ამ აპლიკაციის მოდელის შეტანა განვითარებად ქვეყნებში გააძლიერებს იქაურ სასოფლოსამეურნეო ინდუსტრიას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ უწყობს ფეხს თანამედროვე ციფრულ განვითარებას. ამან კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ თითოეული ადამიანის მიერ შეტანილი პატარა წვლილი გლობალური პრობლემების აღმოფხვრაში ქმნის პროგრესს.

ხშირად ვსაუბრობთ მდგრადი განვითარების გზებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შეიტანოს სიდუხჭირის აღმოფხვრაში, განათლების სისტემების განვითარებაში, გენდერული თანასწორობის დამყარებაში და ა.შ ასეთი საკითხების განხილვისას ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ.

ღრმად მწამს იმის, რომ თუ შენ ირგვლივ ადამიანები არ არიან ბედნიერები, შენი ინდივიდუალური წარმატება, საბოლოო ჯამში წარუმატებლობააიმიტომ, რომწარმატებულობის განზომილებაშიმარტო ხარ. შესაბამისად, აუცილებლად დგება დრო, როდესაც მწარე რეალობას ეჯახები. ამის კარგი მაგალითი იყო ახალგაზრდა გლობალური ლიდერებისვიზიტი საქართველოში. მათ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ საქართველოზე, ზოგიერთი სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. თუმცა, როდესაც ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან წავიყვანეთ და ვანახეთ ჩვენი რეალობა, შესამჩნევად შეცვლეს მიდგომები. ვფიქრობ, მათაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე, როგორც ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის სათქმელი ვთქვათ მსოფლიო ასპარეზზე,” ამბობს ნინო .

იაზრებს, რომ ჭეშმარიტება ერთია და მარტივიყველა, ვინც ადამიანების თავისუფლებას ზღუდავსმავნებელია. ამ შემთხვევაში რუსეთი არის ყველაზე დიდი აგრესორი, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე იმ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს. მცოცავ ოკუპაციაზე ხმის არამოღება, როდესაც შენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ინტერვენცია ხდება დანაშუალი, არა მხოლოდ შენს თავთან, არამედ შენს ქვეყანასთან. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა ამაზე საუბარი. შეიძლება მათ ვერ მოვუგოთ იარაღით, მაგრამ მოვუგებთ სხვადასხვა ლოკალური, თუ საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებით და ხმამაღლა საუბრით,” ამბობს ნინო ზამბახიძე.

ერთერთი ასეთი გზა, სწორედ უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა, მათთვის მწარე რეალობის ვიზუალიზაცია და ამ საკითხების მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციაა.

ჩემთვის თანასწორობასთან ბრძოლის ხერხითანასწორობის დამყარების დაუსრულებელი მცდელობებია. მცოცავი ოკუპაციის გარდა, ქვეყანაში მრავალი საზოგადოებრივი პრობლემაა, მაგალითად, – ქალთა ჩაგვრა. მსოფლიოს მდგრადი განვითარების მიზნებში გენდერული თანასწორობის დამყარებაც შედის. ამისათვის საჭიროა, საზოგადოების მობილიზება და კომპანიების მიერ აქტიური კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ქალის საქმიანობისა და გაძლიერების ხელშეწყობას გულისხმობს,” ამბობს ის.

ნინო ზამბახიძემ თავისი კარიერული მოღვაწეობის მრავალ ეტაპზე თავადვე დაამტკიცა, რომ პროფესიულად განვითარებული ქალიქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. განათლებული ქალი ზრდის განათლებულ მომავალ თაობას. მომავალი თაობა და მათი განვითარების ტემპი კი უზრუნველყოფს მშვიდობიან სამყაროს.

სწორედ, აქედან გამომდინარე, ნინო ზამბახიძე მომავალ თაობას ურჩევს:

“1. გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ. 2. დაიხმარეთ ყველა, ვინც მზადაა მენტორობა გაგიწიოთ, ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ. პირადად მე, მზად ვარ ნებისმიერ მომენტში თქვენს გვერდით დავდგე. 3. არასდროს არ დაყაროთ ფარხმალი და წარუმატებლობას არ შუეშინდეთ, იმიტომ, რომ ყველა წარუმატებლობის შედეგიახალი ცოდნა და გამოცდილებაა, რისი მეშვეობითაც ჩვენ, ყველა ერთად, ვწერთ სამყაროს ახალ ისტორიას.”