მნიშვნელოვანი ინფორმაცია კიბერთაღლითობის პრევენციისთის

გვსურს, მომხმარებლები გავაფრთხილოთ ახალი თაღლითური სქემის შესახებ, რომელსაც კიბერთაღლითები პირადანგარიშებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად იყენებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მოქალაქეებს სხვადასხვა ბანკის სახელით და ხშირად, ამავე ბანკის ნომრითუკავშირდებიან კიბერთაღლითები, რუსულ ენაზე ესაუბრებიან, ეცნობიან, როგორც ბანკის წარმომადგენლები და სთხოვენ ბარათისა და ანგარიშის დასაზუსტებლად სხვადასხვა დეტალის გაზიარებას.

გთხოვთ, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ისმესამე პირს. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებს და დაგვიკავშირდითკონტაქტ ცენტრის (032 2 27 27 27) ან ინტერნეტ\მობაილბანკის საშუალებით.

საქმეში ჩართულები არიან სამართალდამცავი ორგანოები და ინფორმირებულნი არიან სატელეკომუნიკაციო ქსელები, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითების მხრიდან ბანკის ნომრის გამოყენებით მომხმარებლებთან დაკავშირება.

გარდა ამისა, თიბისის კიბერუსაფრთხოების გუნდი ყველა შესაძლო ზომას იღებს იმისათვის, რომ მაქსიმალურადდაცული იყოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და უსაფრთხოდ შეძლოთ ჩვენი ფინანსური სერვისებითსარგებლობა. ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კიბერ და სხვადანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლების ინფორმირებულობა, რათა თავიდან ავიცილოთ თაღლითობისშემთხვევები.