ყოველი 16 ამერიკელიდან ქალიდან, 1 ქალი ამბობს რომ პირველი სექსუალური გამოცდილება იძულებით მოხდა, ძირთადად ადრეულ ასაკში. ახალი კვლევის თანახმად, ზოგისთვის ამ გამოცდილებამ ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი შედეგი იქონია.
ავტორებისთვის ეს გამოცდილება უტოლდება გაუპატიურებას, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარში იძულებითი სქესობრივი კონტაქტის აღსანიშნად, სიტყვა გაუპატიურება არ იყო გამოყენებული.
გამოკითხულ ქალთა თითქმის შვიდი პროცენტი ამბობს, რომ მათი პირველი სქესობრივი კონტაქტი არასასურველი იყო; საშუალოდ პირველი გამოცდილება 15 წლის ასაკში მოხდა და მამაკაცი, ხშირად, რამდენიმე წლით უფროსი იყო.
ქალთა თითქმის ნახევარმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ურთიერთობა არასუსრველი იყო, თქვა, რომ აქტი ძალის გამოყენებით განხორციელდა, ხოლო ნახევარზე ოდნავ მეტმა თქვა, რომ მათზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, სიტყვიერი ზეწოლა განახორციელეს.
“ნებისმიერი სექსუალური კავშირი (პენეტრაციით), რომელიც ხდება ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ, გაუპატიურებაა. თუ ვინმეზე სიტყვიერი ზეწოლა განახორციელეს და მასთან ვერბალური წნეხის შედეგად დაამყარეს სექსუალური კავშირი – ესეც გაუპატიურებაა,” – ლორა ჰოკსი, ჰარვადის სამეციდინო სკოლის მკველვარი და წამყვანი ავტორი
ინციდენტიდან წლების შემდეგ, დაზარებულებულ ქალებს უფრო მეტი სექსუალური პარტნიორი, არასასურველი ორსულობა, აბორტი და ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ რეპროდუქციის მხრივ (მათ შორის არარეგულური მენსტრუაცია და ტკივილები) ვიდრე ქალებს, ვისაც საკუთარი ნებით ჰქონდათ პირველი სქესობრივი კავშირი.
თითქმის 16% უჩივის ჯანმრთელობის პრობლემებს. კვლევა ვერ ადასტურებს იძულებითი სექსი ჯანმრთელობის პრობლემების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია თუ მთავარი.
“პირველი სექსუალური გამოცდილების დროს გაუპატიურება ნიშნავს მსხვერპლის მიერ ავტონომიის დაკარგვას საკუთარ სექსუალობაზე,” – თქვა ჰოკსმა. მისი თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ამ მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემები თუ გავითვალისწინეთ სხვა კვლევებს ტრავმის ხანგრძლივ ეფექტებზე.
შედეგები ორშაბათს, JAMA Internal Medicine-ში გამოქვეყნდა.
სხვა კვლევებმა დაადგინეს, რომ სექსუალური ძალადობის გრძელვადიანი ეფექტები შეიძლება შეიცავდეს სოციალურ იზოლაციას, უძლურობის შეგრძნებას, სტიგმატიზაციას, დაბალ თვითშეფასებას, სარისკო ქცევას, რამაც შეიძლება გაზარდოს დეპრესიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, ამბობს ჟურნალის რედაქცია.
ახალი კვლევა წარმოადგენს 13,310 ზრდასრული ქალის პასუხების ანალიზს, რომლებიც 2011-2017 წლებში მონაწილეობდნენ ა.შ.შ-ს მთავრობის ჯანმრთელობის ეროვნულ გამოკითხვებში, “ME TOO” (“მეც”) კამპანიის პოპულარიზაციამდე, რომელიც მთავრობებს, ინდუსტრიებსა და საზოგადოებას მოსთხოვს სექსუალური ძალადობისა და შევიწროების საკითხს მეტი ყურადღება დაეთმოს.
მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს კვლევის კითხვაზე, რომელიც პირადი ინტერვიუების დროს დაისვა – იყო თუ არა ქალის პირველი ვაგინალური სექსის გამოცდილება მამაკაცთან “ნებაყოფლობითი თუ არა ნებაყოფლობითი, ანუ, საკუთარი ნებით აირჩიეთ თუ არა რომ გქონოდათ სექსი?”
შედეგები მიგვითითებს, რომ 16 ამერიკელ ქალში ერთის, ანუ სამი მილიონი ქალის პირველი სექსუალური გამოცდილება არ იყო ნებაყოფლობითი.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრების თანახმად, დაახლოებით ხუთი ქალიდან, ერთი გაუპატიურების მსხვერპლია. ამ ქალებთა თითქმის ნახევარი, 18 წელზე უმცროსები იყვნენ როდესაც გააუპატიურეს.
კვლევის ავტორებმა, რომელიც 18-44 წლის ასაკის ქალებს სთხოვეს რომ გაიხსენებინათ თავიანთი პირველი სექსუალური გამოცდილება, არ აქვთ ინფორმაცია მონაწილე ქალების კაცებთან ურთიერთობის შესახებ, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ მეგობარი ბიჭებები, ნათესავები ან უცნობები. კვლევაში მამაკაცები არ მონაწილეობდნენ.
სქესობრივი განათლება
ჰოკსმა თქვა, რომ ბიჭებს სჭირდებათ კომუნიკაციის უნარის სწავლება რომ არ დაამყარონ სქესობრივი კავშირი ისეთ ადამიანთან, ვისაც არ აქვს ამის სურვილი.
“Me Too” მოძრაობა იმედს გვაძლევს, რომ როგორც საზოგადოება, ჩვენ მზად ვართ სექსუალური ძალადობის პრობლემაზე ვისაუბროთ და აღმოვფხვრათ,” – ლორა ჰოკსი, ჰარვადის სამეციდინო სკოლის მკველვარი და წამყვანი ავტორი
ჟურნალის რედაქცია აღნიშნავს, რომ კვლევას არ აქვს ინფორმაცია ქალთა ჯანმრთელობასა და რაიმე ძალადობის შესახებ, მათი პირველი სექსუალური გამოცდილებამდე. ასევე არ არსებობს მონაცემები მოგვიანებით სექსუალური ძალადობის შესახებ – რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის პრობლემებს, თქვა რედაქტორმა.
”მსგავსი კვლევა საჭიროა ამ გამოცდილების მთელი ასპექტებისა და შედეგების გასაგებად და მოსაგვარებლად.” – თქვა რედაქციამ.
სქესობრივი განათლების სპეციალისტი დენ რაისი ამბობს, რომ არაადეკვატური სქესობრივი განათლება აშშ-ს სკოლებში ხელს უწყობს ამ პრობლემას.
“ჩვენი კულტურა ხალხს ასწავლის, რომ ისინი არ უნდა გააუპატიურონ, იმის ნაცვლად, რომ ასწავლოს – არ გააუპატიურო!”, – დენ რაისი, სქესობრივი განათლების სპეციალისტი
მხოლოდ 24 შტატი მოითხოვს, რომ სქესობრივი განათლება საჯარო სკოლებში ისწავლებოდეს. ამავდროულად, პროგრამაში არ წერია თანხმობის და ნებაყოფლობითი სექსის მნიშვნელობის შესახებ და ხშირად, ბიჭებს არ ასწავლიან თუ როგორ გამოხატონ ემოციები ჯანსაღი გზით, თქვა რაისმა, რუტერსის საუნივერსიტეტო ჯგუფის Answer–ის დროებითმა აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც უზრუნველყოფს სექსუალური განათლების ტრენინგებს მასწავლებლებისთვის და ხელმძღვანელობს “Sex, Etc” – თინეიჯერების მიერ გაკეთებული ჟურნალი და საიტი სქესობრივ განათლებაზე.
19 წლის ემილი ბაუმი, გამოცემის ერთ-ერთი მწერალი, იძახის რომ შედეგები არ უკვირს.
“თითქმის ყველას აქვს მსგავსი ისტორია ან იცნობს ვინმეს ვისაც აქვს” თქვა ბაუმა, ჰოფსტრა უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ბაუმი იხსენებს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები სკოლაში სასაუბროდ ნებაყოფლობით სექსზე მივიდნენ, ისინი ძირითადად გოგოებზე იყვნენ ფოკუსირებულები “უნდა დარწმუნდეთ რომ ეუბნებით “არა”-ს ხმამაღლა”. მათ ძალიან ცოტა ისაუბრეს ბიჭების პასუხისმგებლობაზე, იმ შემთხვევებზე როდასაც გოგოა აგრესორი ან როდესაც საქმე ჰომოსექსუალს წყვილს ეხება, თქვა ბაუმმა, რომელიც ჰომოსექსუალია.
“მე თუ მივდივარ პაემანზე სხვა გოგონასთან, მეც უნდა დავრწმუნდე რომ სექსი ნებაყოფლობითია,” თქვა მან.
წყარო: Al Jazeera