25 ივლისს, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის ისტორიული სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, ინოვაციური სივრცე – “არტტენტი” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თაობის ქართველი არტისტების მიერ შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი.
რას სთავაზობს “არტტენტი” ხელოვნების მოყვარულებს?
“არტტენტის” მისია დედაქალაქის არტ-საპრეზენტაციო ლანდშაფტის გამდიდრებაა ახალი, მრავალშრიანი სახელოვნებო სივრცეების შექმნით. ხელოვნების მოყვარულებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მონაწილეობა საინტერესო ღონისძიებებში და ასევე გაეცნონ ხელოვნების თანამედროვე ტრენდებსა და მიმდინარე ტენდენციებს.
აქვეა შესაძლებელი როგორც ახლად შექმნილი, ისე მრავალწლიანი ნამუშევრების შეძენაც, რომლებიც ქართულ კერძო სახელოსნოებსა და არტ-სტუდიოებშია შექმნილი.
ვისთვისაა “არტტენტი?”
“არტტენტი” ყველასთვისაა, ვინც დაინტერესებულია ხელოვნებით:
- სტუმრებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ხელოვნების მიმდინარე ტრენდები;
- კოლექციონერებისთვის, რომლებიც ინვესტიციას დებენ პერსპექტიულ, თანამედროვე ხელოვანებში;
- პროფესიონალი კოლექციონერებისთვის, რომლებიც ნამუშევრებს მუზეუმებისათვის, ფართო საზოგადოებისთვისა და მოგზაური დამთვალიერებლებისთვის იძენენ.
“არტტენტის” პირველი ჯგუფური გამოფენა – “ყოფიერების ანატომია” – ARTTENT Tbilisi Exhibition Anatomy of Existence 1.0 აერთიანებს დაზგური ფერწერის, გრაფიკის, ოფორტის, პრინტის, სკულპტურის, მულტიპლური ქანდაკების ობიეტების, ვიდეოინსტალაციებისა და მულტიმედიის უნიკალურ ნამუშევრებს.
გამოფენას შეგიძლიათ ესტუმროთ ყოველდღე, 25 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
არტისტები: თემო ჯავახი, გია ხუციშვილი, თამუნა მელიქიშვილი, არჩილ თაბაგარი, მაია სუმბაძე, გელა პატიაშვილი, მარიამ ყანდიაშვილი, ლანა ცაგარეიშვილი, ლევან ყიფშიძე, მაია ლაშაური, დავით შუშანია, თომა, ილიკო ფოფხაძე, მაკო ლომაძე, ლევან ჭიჭინაძე, ნანა ლაღიძე, თეონა პაიჭაძე, მალხაზ შველიძე, სალომე დევაძე, უტა ბექაია, გიორგი ჩხეიძე, რუსუდან ხიზანიშვილი, ლევან მინდიაშვილი, ტატო ახალკაციშვილი, ლევან ჭელიძე, დავით ნათიძე, მარიამ ჩაგელიშვილი, ჰენრიკ ხრინევსკი, ვახტანგ კოკიაშვილი, სერგო ქუბულაძე.
გალერეები: LIFE N STYLE, VERE GALLERY, WINDOW PROJECT, ERTI GALLERY.