ჩეხური Forbes, Vogue, Cosmopolitan, National Geographic და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, Georgian Airways -ის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration-ის მიერ პრესტურის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტით საქართველოს სხვადასდხვა კულტურულ ცენტრს ესტუმრნენ. Forbes Woman Georgia-მ, Culinart/კულინART-მა და თორმეტი-მა მათ ღვინის ქარხანა #1 -ში უმასპინძლა. Forbes – Klara Elsikova
Material Times – Tereza Liskova
National Geographic -Tomas Turecek
Žena a Život -Daniel Prosek
Soffa Magazine -Adela Kudrnova
Vogue -Adela Mazankova
Cosmopolitan -Sabrina Karasova , Idnes, Cyklotoulky
ქართული კულტურის სხვადასხვა ელემენტის გაცნობის შემდეგ, ჩეხმა ჟურნალისტებმა მათი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.
“საქართველოზე ჩემი პირველი შთაბეჭდილება, ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს. მომწონს ევროპული ღირებულებებისა და აზიური ესთეტიკის კომბინაცია, რომელიც განსაკუთრებით არქიტექტურასა და ცხოვრების სტილში შეიმჩნევა. ჩვენ ცენტრალური ევროპიდან ვართ, შესაბამისად ქართული კულტურა ჩვენთვის გამორჩეულად ეგზოტიკურია. მომწონს ის გამბედაობა, რაც ქართულ დიზაინში შეიმჩნევა, ამ ქალაქში ძველებური სახლები და თანამედროვე შენობები სიმბიოზურად ცხოვრობენ. კახეთით განსაკუთრებულად მოხიბლული ვარ, ტრადიციულმა ესთეტიკამ და ნათელმა ფერთა გამამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.” -ადელა კუდრნოვა, Soffa Magazine
“მეამბოხე სულები და მიწისქვეშეთის (ე.წ ანდერგრაუნდ) კულტურა – სწორედ ეს იგრძნობა თბილისის ქუჩებში. ვფიქრობ, ქართველები ძალიან მშვიდი, მოვლილი და გაწონასწორებული ხალხია. ისტორიული ელემენტებისა და ინოვაციის სენსიტიური, ინტელექტუალური შერწყმა ყველაფერში აისახება, მათ შორის კერძების მრავალფეროვნებასა და ღვინოში. ქართული ღვინო პირველად დავაგემოვნე. ვფიქრობ, ის ყველამხრივ უნიკალური და გამორჩეულია. ჩეხური Forbes-სთვის ძირითადად ციფრულ სტატიებს ვწერ. ჩემი ინტერესთა სფერო, ბიზნესის მიღმა ადამიანური ისტორიების ძიებაა. ვფიქრობ, ქართული ბიზნესიც სავსეა ადამიანური ისტორიებით, რადგან ქართველები გამორჩეულად კეთილი, მიმღები და სტუმართმოყვარე მასპინძლები არიან.” – კლარა ელსიკოვა, Forbes
“მე ჩეხური ვოგის ონლაინ-კონტრიბუტორი ვარ. საქართველოში პირველად შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ვიყავი. მაშინვე აღვფრთოვანდი მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებითა და სახეებით. მაშინ საქრთველოზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ახლა, რაც უფრო მეტს ვსწავლობ ამ ქვეყანაზე, მით უფრო გაოცებული ვარ, თუ რამდენად ავთენტური და უნიკალურია ქართული სტილი. მომწონს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დასაქამებული და თითოეულს თავისი ხედვა აქვს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული მოდა.” – ადელა მაზანკოვა, Vogue
ჩეხეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით თავიანთ გამოცემებშიც დაბეჭდავენ სტატიებს ქართული ღვინის, ტურისტული განვითარებისა და კულტურის შესახებ.