სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი, ოთხშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ქვეყნის პირველი ქალი პრემიემინისტრი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მის კანდიდატურას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება კი 174-მა დეპუტატმა მიიღო, თუმცა შვედეთის კანონმდებლობით მაგდალენა მაინც გამარჯვებულია. ანდერსონმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შტეფან ლევენი ჩაანაცვლა.
პოლიტიკური კარიერის გაკეთებამდე ანდერსონი ცურვის ჩემპიონი იყო. მას სხვადასხვა დროს, ასევე, ეჭირა ფინანსთა მინისტრისა და პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობები.