ლილიუმი – მძლავრი საჰაერო ტაქსის სრულმასშტაბიანი პროტოტიპი

Lilium
ლილიუმი მიწას მოსწყდა. გერმანულმა საჰაერო ტაქსის სტარტაპმა პირველი ტესტი წარმატებით დასძლია. კომპანიის თქმით, მათი თვითმფრინავი შეძლებს ოთხი მგზავრის, მათი ბარგისა და პილოტის 300 კილომეტრზე გადაყვანას 300კმ/სთ სიჩქარით, რომელიც ბევრად შორი და სწრაფია სხვა მსგავსი სტარტაპების ელექტრონულ საჰაერო ტაქსებთან შედარებით.
 
მიუნხენში დაარსებული კომპანიის აზრით, მსგავსი პროექტი მოთხოვნის შესაბამისად შესთავაზებს სერვისს დიდ ქალაქებს, რომლებიც ერთმანეთთან საჰაერო გზებით არ არიან დაკავშირებულნი.
 
„რამდენად შორს შეძლებთ წახვიდეთ ერთ საათში? ჩვენ გვსურს, რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ მგზავრობა ყველასთვის“, – ამბობს რემო გერბერი, ლილიუმის მთავარი კომერციული ოფიცერი, ფორბსთან ინტერვიუში.
ლილიუმმა 101 მილიონი დოლარი შეაგროვა ისეთი ტექნიკური ინვესტორებისგან, როგორიცაა ჩინური Tencent და Atomico, ასევე, Skype-ის თანადამფუძნებელი ნიკლას ზენსტრომი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალდაფინანსებადი საჰაერო სტარტაპი გახდა. მიუხედავად ამისა, კომპანიას ბევრად მეტი ფული და მუშაობა დასჭირდება ამბიციური გეგმის განსახორციელებლად. როგორც ექსპერტები ამბობენ: „ბუნდოვანია, რამდენად ეღირება მგზავრებისთვის მსგავსი პროექტი,” რადგან ის თავის მხრივ უფრო ძვირია, ვიდრე საშუალო მგზავრის ფინანსური შესაძლებლობა.
 
წყარო: Forbes