,,კაცობრიობას კოსმოსში ცხოვრება და მუშაობა სჭირდება” – ჯეფ ბეზოსი

ამაზონის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა დაადასტურა, რომ მისი კოსმოსური კომპანია Blue Origin ახალი თაობის რაკეტას 2021 წელს წარადგენს. მარტში, ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2024 წლისთვის მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების დაბრუნება სურთ, ბეზოსმა კი მიანიშნა, რომ მისი კომპანია, შესაძლოა, დაეხმაროს NASA-ს, აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებულ ვადებში გაგზავნოს ადამიანები მთვარეზე, რადგან კომპანიამ მოდელზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო.
 
ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ბეზოსმა ხუთშაბათს ვაშინგტონის კონვენციის ცენტრში გააკეთა, მან თავისი ხედვა მსოფლიო პრობლემების კონტექსტში განიხილა.
 
,,მომდევნო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში, დედამიწა ამოწურავს საჭიროებას ადამიანებისთვის, ის აღარ იქნება კომფორტული ადგილი მათთვის”, – განაცხადა ბეზოსმა.
 
მისი თქმით, კაცობრიობას კოსმოსში ცხოვრება და მუშაობა სჭირდება, რაც ახლა შეუძლებელია.
 ფოტო: Blue Origin

ამის ილუსტრირებისთვის, ბეზოსმა პრეზენტაციაზე მომავალი თაობის რაკეტის ფოტოები წარადგინა, რომელიც 2021 წელს ამოქმედდება და ილონ მასკის Space X-ს კონკურენციას გაუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსს რაკეტის ფასის შესახებ არაფერი უთქვამს, მან განაცხადა, რომ საწვავის დანახარჯის ღირებულება 1 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნება.
წყარო : Forbes
Via: forbes
რუბრიკა: