კანადის პრემიერ-მინისტრმა გენდერული ბალანსისთვის ქალები წამყვან პოზიციებზე დააწინაურა

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ გენდერული ბალანსის შესანარჩუნებლად თავის ახალ კაბინეტს მეტი ქალით დააკომპლექტებს წამყვან პოზიციებზე.

ამჟამად კანადაში ქალები ფინანსთა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ და 38-წევრიან კაბინეტში 19 ქალია.

ჯასტინ ტრუდომ გენდერული ბალანსის დაცვა პრიორიტეტად ჯერ კიდევ 2015 წლიდან დასახა და პრემიერ-მინისტრობის პირველი ვადით არჩევისას პირობა დადო, რომ ქვეყანაში გენდერულად თანასწორ ხელისუფლებას შექმნიდა.