თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის აღდგენის შესახებ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლა და განახლებული რეპორტი წარადგინა.
პუბლიკაციის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან მიღებული შემოსავლების აღდგენასაერთაშორისო ვიზიტების აღდგენას აჭარბებს. 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 2019 წლის დონესთანშედარებით, შემოსავლები – 35%-ით, ვიზიტები კი 21%-ით აღდგა. საერთაშორისო ვიზიტების აღდგენაყველაზე დაბალია რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, ყველაზე მაღალი კი – უკრაინიდან, ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან.
პანდემიამ გავლენა იქონია ტურისტების ქცევაზე: გაჩნდა უფრო ხანგრძლივი დროით მოგზაურობისტენდენცია. ვიზიტებთან შედარებით შემოსავლების უფრო მეტად აღდგენის ერთ-ერთი ახსნა სწორედ ეს არის.
ტურიზმის სექტორში სხვა ტენდენციებიც გამოიკვეთა: ტურისტები მცირე ჯგუფებად მოგზაურობენ და თავსარიდებენ ხალხმრავალ ადგილებს; იზრდება სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება; იზრდებასამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მნიშვნელობა.
შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აღდგენაში. 2021 წლისმეორე კვარტალში, შიდა ტურიზმი 27%-ით გაიზარდა. სასტუმროებში, რეზიდენტების ხარჯვისთვალსაზრისით, რეგიონებიდან აჭარა და კახეთი ლიდერობენ.
რეპორტში წარმოდგენილი სამომავლო პროგნოზების თანახმად, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტებითმიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით – 80%-ით, დატვირთულობა – 80%-ით, საშუალო დღიურიფასი კი 90%-ით აღდგება. შიდა ტურიზმი 2022 წელსაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პუბლიკაციაში ტურისტულ სექტორში დასაქმების საკითხი განხილულია როგორც სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. პანდემიის გავლენის შედეგად, 2020 წელს, ტურიზმთან დაკავშირებულ სფეროებშიდასაქმებულთა რაოდენობა – 28%-ით, განთავსების საშუალებების სექტორში კი 41%-ით შემცირდა. სამუშაოადგილების მასიურმა დაკარგვამ და არაპროგნოზირებადმა გარემომ, სექტორის მიმართ უნდობლობა გააჩინა.ინდუსტრიიდან გამოთავისუფლებულმა სამუშაო ძალამ სხვა დარგებში გადაინაცვლა. თიბისი კაპიტალისკვლევის თანახმად, სასტუმროების 88%-ს კადრის მოსაზიდად სახელფასო დიაპაზონის გაზრდა უწევს. თუმცა,ადამიანური რესურსი ისევ მთავარ გამოწვევად რჩება.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დასაქმებულთა დეფიციტის მთავარი მიზეზები განათლების სისტემაშიარსებული ხარვეზები, ტურიზმის სექტორის არასტაბილურობა და დაბალი ანაზღაურებაა. განათლებისმომწოდებლებთან სუსტი თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საგანმანათლებლო პროგრამებისახელდება, რომლებიც არაა თანხვედრაში ბიზნესსექტორის საჭიროებებთან.
თიბისი კაპიტალმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციებიც გააზიარა, რომელთა თანახმადაც, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორს შორის გასაძლიერებელიათანამშრომლობა. ამასთანავე, გასაუმჯობესებელია პროფესიული სასწავლებლების იმიჯი, რაშიც სასკოლოასაკში პროფესიული ორიენტაციის განვითარება დადებით როლს ითამაშებს.
ტურიზმის სექტორის შესახებ თიბისი კაპიტალის განახლებულ კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.