თამარ ხუნწარია ამჟამად გუნდის ხელმძღვანელია ევროკავშირის ევროპულის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (ENPARD). თამარი თბილისის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის (CSS) აღმასრულებელი დირექტორი იყო, ასევე ბრიუსელში დაფუძნებული საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBC). აღმასრულებელი დირექტორი. თამარის პროფესიული გამოცდილება 15 წელზე მეტს ითვლის და მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში და არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდ გამოცდილებას როგორს მენეჯერულ პოზიციებზე, ასევე ხელმძღვანელად.
მას უმუშავია დემოკრატიული და საკანმომდებლო სფეროში რეფორმების შემუშავების მიმართულებით. თამარი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს (ოქსფორდის უნივერსიტეტის პროგრამა), მაგისტრს ედინბურგის უნივერსიტეტიდან კვლევით პოლიტიკაში, და სახელმწიფო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, აშშ-ში ბოულინგ გრინ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ის არის სხვადასხვა პრესტიჟული სტიპენდიის მფლობელი, მათ შორის Chevening/ ჩივნინგი (დიდი ბრიტანეთი), Muskie (აშშ), OSI უმაღლესი განათლების მხარდაჭერა და აკადემიური პროგრამები, ერასმუსი და ჟან მონეს ასოციაციების მხარდაჭერა.