ჩინეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ერთმანეთის საქონელს ტარიფების სახით ასობით მილიარდი დოლარი დაადეს, რამაც მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩიხში შეყვანა განაპირობა.
აშშ გეგმავს დამატებითი ტარიფების შემოღებას ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, მსოფლიოს ორ უზარმაზარ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის დონის ზრდას.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორის, რობერტო აჟედოს თქმით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ტარიფები 7-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2016 წელს მსოფლიო სავაჭრო ზრდა თითქმის განახევრდა.
როგორც ზემოთ მოცემული სქემა გვიჩვენებს, ზოგიერთი ქვეყანა სარგებლობს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომით. ამის მიზეზი კი, ამ ორი ქვეყნის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია, რამაც სავაჭრო არხების ცვლილება გამოიწვია. გაერთიანებული ერების ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობაზე დადებული ტარიფების 80%-ზე მეტი სხვა ქვეყნების მიერ იქნება ათვისებული. ამ მდგომარეობიდან კი ევროკავშირი ყველაზე დიდ მოგებას ნახავს.
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები აშშ-ს ხაზინას 325 მილიარდი დოლარით შეავსებს, პარალერულად კი, ამერიკულ კომპანიებს არაჯანსაღი კონკურენციისაგან დაიცავს. თუმცა, UNCTAD გვაფრთხილებს, რომ ტარიფები არაეფექტური ბერკეტია ქვეყანაში არსებული ფირმების დასაცავად. გრძელვადიან პრესპექტივაში ორმხრივი ბილატერიალური ვაჭრობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდება და სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს.
წყარო: WEFORUM