ვატიკანის კარდინალმა, ჯოვანი ანჯელო ბეჩიუმ, ფინანსური სკანდალის ფონზე მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. სკანდალი კონკრეტულად კარდინალის მიერ კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო თანხების უძრავ ქონებაში დაბანდების ბრალდებას ეხება, რასაც გამოძიება იკვლევს.
თანამდებობის დატოვებისას, 80 წლის ასაკის ქვემოთ მყოფ კარდინალებს წესისამებრ უნარჩუნდებათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ ახალი პაპის არჩევაში, თუმცა ცნობილია, რომ ჯოვანი ანჯელო ბეჩიუმ, რომელიც 72 წლისაა, ამ უფლებაზეც უარი განაცხადა.
ვატიკანის პროკურორის მიერ გამოიკითხა ვატიკანის რამდენიმე ოფიციალური პირი და შუამავალი, მაგრამ არა ბეჩიუ, რომელმაც ყველა სახის ბრალდება უარყო და გაურკვეველი მიზეზით დატოვა კარდინალის პოსტი.
ასეთი გადაწყვეტილება, თანაც კონკრეტული მიზეზის დასახელების გარეშე, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა მოქმედ კარდინალთა ისტორიაში. ერთ-ერთი უკანასკნელი კარდინალი, რომელმაც მსგავსად დატოვა თანამდებობა, კეით ო’ბრაიენი იყო 2013 წელს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგი საკუთარ პოზიციაზე 2015 წელს აღადგინეს.