ექსკლუზიურად ქალების პირველი “Spacewalk” კოსმოსში

NASA-ს ინფორმაციით 21 ოქტომბერს კოსმოსმში პირველად, მხოლოდ ქალების ე.წ “სფეისვოქი” არის დაგეგმილი. მისიას ამერიკელი ასტრონავტები კრისტინა კოხი და ჯესიკა მაიერი შეასრულებენ.


(კრისტინა კოხი და ჯესიკა მაიერი)

განცხადება პარასკევს გაკეთდა, სადაც აღნიშნული მისიის გარდა კიდევ 9 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გამგზავრება მიმოიხილეს.

ნასაზე დაყრდნობით, “მხოლოდ ქალების” მისიის დროს სადგურის მზიის ბატარეები  განახლდება ლითიუმ-იონური ბატარეებით, ასევე განახლდება სპეციალური ხელსაწყო –  ალფა მაგნიტური სპექტრომეტრი, რომელიც “სამყაროს ფუნდამენტურ ბუნებას” იკვლევს.

(საერთაშორისო კოსმოსური სადგური)