დისნეი ზოგიერთ მულტფიმლს რასისტული სტერეოტიპების გამაფრთხილებელ ნიშანს დაურთავს

დისნეის განმარტებით, კლასიკური მულტფილმების დიდი ნაწილი, მაგალითისთვის – ,,დამბო“ (1941) და ,,პიტერ პენი“ (1953), რასისტულ სტერეოტიპებს შეიცავს. ამიტომაც მსგავსი ფილმები თორმეტწამიანი გამართხილებელი ვიდეოთი დაიწყება: კომპანია მულტფილმის დაწყებამდე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნება ფილმის შინაარს: გმობს სტერეოტიპებზე დაყრდნობით სხვადასხვა კულტურული ჯგუფის შესახებ ნეგატიური სურათის შექმნას.

,,დამბოსთან“ და ,,პიტერ პენთან“ ერთად რასისტული მულტფილმების სიაში მოხვდა ,,არისტოკრატი კატები“ (1970) და ,,ალადინი“ (1992). დისნეის გაფრთხილებასთან ერთად მომხმარებელს მოუწოდებს, ეწვიოს ვებ-საიტს storiesmatter.thewaltdisneycompany, სადაც აქტეცენტირებულია მრავალფეროვნება და მისი ფილმებში წარმოდგენის მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია არც პრობლემურ სცენებზე საუბარს გაურბის. ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,არისტოკრატ კატებში“ ერთ-ერთი კატა წვრილი თვალებითა და დიდი კბილებით ქმნის რასისტული აღმოსავლეთ აზიელის ხატს. ,,დამბოში“ ვხვდებით ყვავთა ჯგუფს, რომლის ლიდერსაც Jim Crow ჰქვია. ის იგივე სახელს ატარებს, რასაც ატარებდა სეგრეგაციის ხელშემწყობი კანონი ამერიკაში. ,,პიტერ პენში“ კი ადგილობრივი ამერიკელები სტერეოტიპულად და მარგინალურ ჯგუფადაა წარმოდგენილი.

მადისონ-ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი – ჰამანტ შა (Hemant Shah), იკვლევს, თუ როგორ წარმოაჩენს მედია განსხვავებულ რასასა და ეთნოსს. მისი განმარტებით, თუ დისნეი შინაარსის კონტროლის გარეშე განათავსებს მულტფიმებს, ამით ხელს შეუწყობს სტეროტიპთა ნორმალიზებას. შედეგად, ამერიკელი ბავშვები რასისტული და სტერეოტიპული ჩაგვრის მიმართ მგრძნობიარეები აღარ იქნებიან.

კომპანიამ რეკომენდაციები განსხვავებული ორგანიზაციებისგან მიიღო, ერთ-ერთი მათგანი აფროამერიკული ფილმთა კრიტიკის ასოციაცია (African-American Film Critics Association) იყო. საიტზე განმარტავენ, რომ არსებობს დისნეისგან დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო, რომელისგანაც რეგულარულად იღებენ მითითებებს, თუ როგორ უნდა ებრძოლონ კრიტიკულ პრობლემებსა და პოზიტიურად შეცვალონ საკუთარი პროდუქტის აღქმა.