დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იქნება

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი წლევანდელი კანის კინოფესტივალის სპეციალური გამომშვების ერთ-ერთი სექციის ჟიურის წევრებს შორის დასახელდა. „Cannes 2020 Special” კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 27-29 ოქტომბერს არატრადიციულად ჩატარდება და საკონკურსო სექციები არ იქნება.

წლევანდელი კონკურსის ჟიურის 6 წევრი გენდერული მახასიათებლით თანაბრად იქნებიან განაწილებულნი. დეა კულუმბეგაშვილთან ერთად ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან: კლერ ბურგერი – ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი; დემიენ ბონარდი – ფრანგი მსახიობი; რეიჩიდ ბოუჩეირები – ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი; ჩარლზ გილბერტი – ფრანგი პროდიუსერი და სელინ სელეტი – ფრანგი მსახიობი.

კულუმბეგაშვილი და მისი კოლეგები მოკლემეტრაჟიანი 11 ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო სექციის 17 ფილმს შეაფასებენ.

აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის 2020 წლის ოფიციალურ სელექციაში თავად რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი “დასაწყისი” დასახელდა, რომელიც უკვე არაერთი საერთაშორსო ჯილდოს მფლობელია. ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი კანის კინოფესტივალზე უკვე მესამედ წარადგინეს. 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარდგენილი იყო მისი სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“, ხოლო 2016 წელს „რეჟისორთა ორკვირეულის“ სექციაში მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს.