გოგოები “ბილაინის” ციფრული სამყაროდან

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურობის დინამიურობის განმსაზღვრელი ფაქტორი ტექნოლოგიური განვითარებაა. შესაბამისად, ინდივიდუალებისთვის, ორგანიზაციებისთვის, ინსტიტუტებისთვის თუ კომპანიებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ათვისება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ტექნოლოგიები ვითარდება და განაგრძობს სწრაფი ტემპით წინსვლას, მოიცავს ყველა სფეროს, მათ შორის, ცხადია, ტელეკომუნიკაციებსაც. ციფრული წინსვლის მაქსიმალიზაცია, სხვა საკვანძო საკითხებთან ერთად, “ბილაინის” პრიორიტეტების სიაშია.

“ბილაინის” ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტი სხვადასხვა სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ და კვალიფიციურ თანამშრომლებს აერთიანებს, რომელთაგანაც უმეტესობა ქალია. ისინი, კომპანიის მხარდაჭერით, ციფრული სამყაროს სხვადასხვა მიმართულებებს ითვისებენ, კვალიფიკაციას იმაღლებენ, ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხს უწყობენ და დიდი ძალისხმევით მუშაობენ იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის ციფრული პროდუქტები შექმნან. “ბილაინის” ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტის გუნდს ჰყავს: დიზაინერი, პროექტების მენეჯერი, UI/UX მენეჯერი, ციფრული ანალიტიკოსი, ციფრული მედიის მენეჯერი და სხვა. ამ გუნდის დაკომპლექტება როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ არსებული ადამიანური რესურსის არჩევის შედეგად მოხდა.

ამ გუნდის და, ზოგადად, კომპანიის მიზანია მომხმარებლის სურვილებს და მათ საჭიროებებს დროულად გამოეხმაუროს. მეტიც – კომპანია ორიენტირებულია გათვალოს მომხმარებელთა ინტერესები და საპასუხოდ, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს სრული მზადყოფნა. სწორედ მომხმარებლის კომფორტზე ფოკუსირებული მიდგომებიდან დაიწყო კომპანიაში ინოვაციების დანერგვა. მომხმარებლის საჭიროებები და სურვილები ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომლებზე დაყრდნობითაც “ბილაინის” თითოეული პროდუქტი იქმნება. კომპანია მუდმივად ადევნებს თვალს სიახლეებს, თანამედროვე ტრენდებს და, ამის გათვალისწინებით, მომხმარებელს უნიკალურ და საინტერესო პროდუქტებს სთავაზობს.

მუდმივი პროგრესის ფაზა საფუძველშივე გულისხმობს სტრატეგიული კოლაბორაციის პრაქტიკის დანერგვას. შესაბამისად, “ბილაინის” ციფრული და ინოვაციების დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპებთან. მაგალითად, ახლახან პირველი პროექტი – beetrip.ge, კომპანია Tripplaner-თან ერთად შემუშავდა და ჩაეშვა. ამასთან ერთად, კომპანია რამდენიმე ახალ პლატფორმაზე და არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე მუშაობს. უახლოეს მომავალში “ბილაინის” მომხმარებელი ვირტუალურ ასისტენტს, თანამედროვე თვითმომსახურების ვირტუალურ კაბინეტს და სხვა სიახლეებს გაეცნობა.

„ბილაინის“ საკადრო პოლიტიკა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. კომპანიას საკვანძო პოზიციებზე არაერთი ქალი ჰყავდა და ჰყავს დასაქმებული. გენდერული ბალანსი და ქალების ჩართულობა, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით, კომპანიას შესაძლებლობას აძლევს უკეთ გაითვალისწინოს მომხმარებლის საჭიროებები და მოლოდინები: ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში, ქალებს შეუძლიათ შეიტანონ კომპანიაში მრავალფეროვნება, სხვადასხვა შეხედულების განხილვისა თუ მსჯელობის შესაძლებლობის მეტი მოქნილობა.

ქალის როლი ბიზნესში და კომპანიების ცნობიერება გენდერული ბალანსის სარგებელზე პირდაპირპროპორციულად იზრდება. “ბილაინი” იაზრებს ქალთა დასაქმებას და მათი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობის მნიშვნელობას. სოციალური პასუხისმგებლობა, საზოგადოების დაკვეთას ასახავს, ხოლო წარმატებული ბიზნესი ყოველთვის ცდილობს ეს გაითვალისწინოს.