გაერთიანება „აპოლიტიკური აკადემია კავკასიაში“ ოფიციალურად ჩაეშვა

Apolitical Academy Global

გაერთიანება „აპოლიტიკური აკადემია კავკასიაში“ ოფიციალურად ჩაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას, „Apolitical Academi global” თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე აქვეყნებს.

გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ და ფინანსთა სამინისტროს აპარატის ყოფილმა უფროსმა ვალერი ჩეხერიამ დააფუძნეს.

„აპოლიტიკური აკადემია კავკასიაში“ არის პირველი პოლიტიკური აკადემია რეგიონში, რომელიც ფოკუსირებულია, პოლიტიკოსებისთვისა და საჯარო სამსახურში მოღვაწეობის მსურველთათვის სწავლების გამოცდილებაზე. გაერთიანება ამაყობს, რომ არის უპარტიო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ეთიკური და ინოვაციური პოლიტიკური ლიდერების მრავალფეროვანი ქსელის გაძლიერება მთელი საქართველოს, სომხეთის აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით.