სტუდენტები მენტალური ჯანმრთელობის ზიანის ასანაზღაურებლად, რომლის გამომწვევ მიზეზადაც პანდემიისას კამპუსებში დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებენ, თავიანთი სწავლის საფასურის ნაწილის უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ახალგაზრდები რამდენიმე თვით დაუბრუნდნენ სასწავლო თუ სპორტულ დაწესებულებებს, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, მათ ისევ დისტანციურ რეჟიმში უწევთ სწავლა.
ედინბურგის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ჰერმიონ მარშალი, ამაბობს, რომ ის არ ისურვებდა უნივერსიტეტში დაბრუნებას, იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორიული სწავლა სრულად არ აღდგებოდა.Hermione outside the new student bar in Edinburgh. Photograph: Guardian Community
“ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ სტუდენტობისთვის გვსჯიან. სტუდენტებს რობოტებივით გვექცევიან: ,,თქვენ უნდა იცხოვროთ ამ პირობებში’’, ,,თქვენ ვერ გახვალთ გარეთ’’, ,,გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებიან’’, ,,არ ვაპირებთ, გაცნობოთ, თუ როგორ წარიმართება თქვენი სწავლის პროცესი’’” – ამბობს 21 წლის ჰერმიონი.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს უსამართლლოდ აწამებენ დისტანციური სწავლებით. მრავალი სტუდენტი ზრუნავს საზოგადოების კეთილდღეობაზე და იცავს სოციალური დისტანციის წესებს, მიუხედავად ამისა, მათ მაინც აღიქვამენ, როგორც ,,ერთგვაროვან, უყურადღებო და ეგოისტურ ადამიანთა ჯგუფად’’Lotte Hondebrink, 23, a philosophy PhD student. Photograph: Sarah Wijzenbeek/Guardian Community
როგორც ცნობილია, სტუდენტებისთვის აუდიტორიული სწავლება 19 ოქტომბრამდე გადაიდო, რის საპასუხოდაც 200000-მა ადამიანმა უკვე მოაწერა პეტიციას ხელი, სადაც ისინი სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაბრუნებას ითხოვენ.