“ბოინგი” თვითმფრინავების წარმოებას აჩერებს

Photo By Ethan McArthur

ავიასამშენებლო კომპანია “ბოინგი”, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, სამხრეთ კაროლინაში 787 მწარმოებელ ქარხანას დახურავს.

“ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან, რათა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასიკეთო იყოს საზოგადოებისთვის,” – განაცხადა “ბოინგის” გენერალურმა მენეჯერმა, ბრედ ზაბაკმა.

კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომერციული თვითმფრინავების წარმოებას ორეგონის, იუტას, კანადისა და ავსტრალიის ქარხნებში გააგრძელებენ.

COVID-19-ის გავრცელების გამო, ქარხნების უმეტესობაში მუშაობა Airbus-მაც შეაჩერა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქარხნების დახურვა უკვე არსებული თუ სამომავლო წარმოების გადადება/შემცირებას გამოიწვევს, რაც საჰაერო მიმოსვლის ხარისხზეც აისახება.

აღსანიშნავია, რომ “ბოინგის” ჩრდილოეთ ჩარლსტონის ქარხანაში მომუშავე 6 პირს ვირუსი დაუდასტურდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კალჰუნის, განცხადებით, პანდემიის დასრულების შემდეგ მათ საკუთარი წარმოების მცირე ბაზრის ინტერესებზე მორგება მოუწევთ.