რამდენიმე დღის წინ, ადამიანის რძისა და ლაქტაციის ინდუსტრიის ერთწლიანი გამოკვლევების შემდეგ, BIOMILQ-ის გუნდმა განცხადა, რომ მკერდის გარეთ მდებარე სარძევე უჯრედებისგან მსოფლიოში პირველი უჯრედკულტივირებული ადამიანის რძე დაამზადეს.
Source Images: MariaTkach/iStock, neyro2008/iStock
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება მედიცინაში აღიარებულია ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანი მრავალი კომპონენტით, ამ გზით შვილებს ქალთა მხოლოდ 25,6 % კვებავს. ამერიკის პედიატრიის აკადემიისა და WHO-ის მიხედვით, ბუნებრივი კვება ექვსი თვის განმავლობაშია რეკომენდირებული, თუმცა არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ქალები ამისგან თავს იკავებენ. მათ შორისაა პროცესის თანმდევი დისკომფორტი ან ტკივილი, მხარდაჭერისა და განათლების ნაკლებობა, მშობიარობის შემდგომი გართულებები, ფიზიკური გამოფიტვა თუ სხვა.
რაც შეეხება მსხვილფეხა პირუტყვის რძეს, ჩვილებს არ შეუძლიათ მისი მონელება შემავალი ცილებისა და მინერალების მაღალ კონცენტრაციის გამო. გარდა ამისა, მსხვილფეხა პირუტყვის რძე არ შეიცავს იმ მინერალებსა და ცილებს, რომლებიც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია.
სწორედ ამიტომ, BIOMILQ-ის რევოლუციური დამატებითი კვების პროდუქტი მაქსიმალურად ახლოსაა დედის რძესთან და მშობელს მათი პროდუქტის სახით გამოსავალს სთავაზობს. იგი შეიცავს ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კვებითი ღირებულებების მთელ კომპლექსსა და უკვე პრაქტიკაში გამოყენებულ მათი კვებისთვის მთავარ ფორმულას.
მართალია, BIOMILQ–ის რძეში ანტისხეულები არ არის, თუმცა მისი სამეცნიერო ხელმძღვანელისა და დამფუძნებლის, დოქტორი ლეილა სტრიკლენდის თქმით:
,,ანტისხეულების გარეშეც, ჩვენი პროდუქტის საკვები და ბიოაქტიური შემადგენლობა ბევრად უფრო ახლოს იქნება დედის რძესთან, ვიდრე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის. ჩვენი პროდუქტი ხელს შეუწყობს იმუნურ განვითარებას, მიკრობიომის პოპულაციას, ნაწლავის მომწიფებასა და ტვინის განვითარებას.“
მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიების თაროებთან ადამიანის კულტივირებული რძის მიტანამდე წინ დიდი გზაა, ეს მაინც მონუმენტური მომენტია ბავშვთა კვევბისთვის. BIOMILQ კი შეიძლება გახდეს ახალი გასაოცარი აღმოჩენა, რომელიც ჩვილ ბავშვთა დამატებითი კვების ინდუსტრიაში გამოჩნდება.
წყარო: