იტალიის ქალაქ ვენეციაში მიმდინარეობდა 58-ე საერთაშორისო სახელოვნებო გამოფენა – ბიენალე, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა თავიანთი ნამუშევრები გამოფინეს. გამარჯვებულები სულ ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ, აქედან სამ მათგანში ჯილდო ქალმა არტისტებმა დაიმსახურეს და მათ ოქროს ლომი გადაეცათ. ისინი ქვეყნების პავილიონში ლიტვას წარმოადგენდნენ. Sun&Sea (Marina) – ასე ჰქვია მათ კომპოზიციას, რომელზეც ზღვის სანაპიროა ქვიშითა და ხალხით. ისინი ერთმანეთთან საუბრობენ და თამაშობენ, თუმცა ფონად სიმღერასთან ერთად ისმის ხმები, რომლებიც ბუნების დაბინძურებას მოგვასწავებს.
ვერცხლის ლომი აიღო წარმოშობით კვიპროსელმა, ბერლინში მოღვაწე არტისტმა – Haris Eapminonda-მ, როგორც პერსპექტიულმა ახალგაზრდა მონაწილემ საერთაშორისო გამოფენაში – May You Live In Interesting Times. ხელოვნება საშუალებაა, იცხოვრო უფრო საინტერესო ცხოვრებით.
ჟიურის გადაწყვეტილებით სპეციალური პრიზით დასაჩუქრდნენ წარმოშობით მექსიკელი Teresa Margolles-სა და ნიგერიელი Otobong Nkanga. ტერეზას ნამუშევარი იმ სკოლის ბლოკის კედელი იყო, რომელთანაც ორგანიზებული დანაშაული მოხდა მექსიკაში, ხოლო ოთობონგის ნამუშევარი 25.9 მეტრის სიგრძის შუშის ნახატს წარმოადგენდა.
წყარო: