ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი Netflix-ის ახალი ანიმაციის პროდიუსერები არიან. შოუ სახელად We the People ახალგაზრდა თაობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 10-ეპიზოდიანი მინი-სერიალი მუსიკალური კლიპებით ამერიკულ პოლიტიკასა და საზოგადოებაზე მოგვითხრობს.
ბარაკ და მიშელ ობამებმა Netflix-თან თანამშრომლობა 2018 წელს დაანონსეს და ანიმაციის გარდა დოკუმენტურ ფილმებსა და სატალევიზიო შოუებზეც მუშაობენ. წყვილი ფრედერიკ დაგლასის ბიოგრაფიის ადაპტაციასა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ნიუ-იორკის შესახებ სერიალის შექმნას აპირებს.
პროექტში ცნობილი არტისტებიც მონაწილეობენ, მათ შორის, ანდრა დეი, ადამ ლამბერტი, ლინ-მანუელ მირანდა და 22 წლის პოეტი ამანდა გორმანი, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე წარსდგა.
„შოუ მუსიკასა და ანიმაციას გააერთიანებს, რათა ახალგაზრდა ამერიკელ თაობას საზოგადოების ძალაუფლების შესახებ ასწავლოს“ – ვკითხულობთ Netflix-ის საიტზე.
We the People-ის პრემიერა 24 ივნისს შედგება, მედიაპლატფორმის მაყურებელი კი მას 4 ივლისს იხილავს. სერიალის ტრეილერი უკვე ხელმისაწვდომია Netflix-ის ოფიციალურ YouTube არხზე.
წყარო: CNN