რიანა, კიმ კარდაშიანი, კაილი ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, სელენა გომესი… შეგვიძლია, კიდევ გავაგრძელოთ იმ ვარსკვლავების ჩამონათვალი, რომლებმაც უკვე საკმაოდ მყარად დადგეს ფეხი სილამაზის სამყაროში. ცნობილ ადამიანებს შორის სილამაზის ბრენდის შექმნის ტენდენცია დღითიდღე იზრდება. ახალა არიანა გრანდეს ჯერია! 27 წლის ახლად დაქორწინებულმა მომღერალმა თავისი ახალი წამოწყება დააანონსა.
არიანა გრანდე შთაგონებულია თავისი სიმღერით God Is a Woman და აცხადებს, რომ მისი ბრენდი ყოვლის მომცველი ხასიათის იქნება. დაწყებული კანის მოვლის საშუალებებიდან და დამთავრებული სუნამოებით.
Photo: Ariana Grande
2017 წელს მომღერალმა საკუთარი 6 სახეობის სუნამოს გაყიდვიდან 150 მილიონი დოლარის მოგება ნახა. გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ მისი სილამაზის ბრენდი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მისი სუნამოები.