ანა სირდალი, ფსიქოლოგი და კომპიუტერული მეცნიერების მკვლევარი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქალის სინთეზური ხმების განვითარებას, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ანამ, როგორც AT&T–ის მკვლევარმა, 1980-იან წლებში დაიწყო სინთეზური ხმების სისტემების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ 1990 წელს, მეცნიერებმა ახალი სისტემა დანერგეს, რომლის მეშვეობითაც, სმენადაქვეითებულებს შეეძლოთ სინთეზური მეტყველების წარმოქმნა სატელეფონო ზარებისთვის, თუმცა ეს ხმები ჯერ კიდევ მხოლოდ მამრობითი სქესის იყო. ამავე წელს, ბელ ლაბსის ლაბორატორიული კვლევის ცენტრში, ანამ შეიმუშავა ქალის ხმა. გამომდინარე იქიდან, რომ წინა ინჟინრული სამუშაოების დიდი ნაწილი მამრობითი სქესის ხმისთვის იყო გაკეთებული, ანას მიზნის მისაღწევად გაცილებით უფრო დიდი ძალისხმევა დასჭირდა.
ანა სირდალმა სახელი ქალთა ხმის სინთეზის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის მოიხვეჭა. მანვე შექმნა სინთეზური ხმები ისეთი თანამედროვე ციფრული ასისტენტებისთვის, როგორებიცაა Apple-ის Siri და Amazon-ის Alexa.
დღესდღეობით, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში, ქალის ხმები ისეთივე აქტუალურია, როგორიც მამაკაცის.