ამერიკის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების  ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, “ფორბსთან” პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე ისაუბრა, რომელმაც განსაკუთრებით დიდი გავლენა ახალ, პატარა ბიზნესებზე მოახდინა.

სტატისტიკურად, ყოველი სამი ბიზნესიდან ერთი გაურკვეველი დროით დაიკეტა. ძალიან ბევრმა ბიზნესმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა. ვიცე პრეზიდენტმა,  ასევე, გაუსვა ხაზი იმას, რომ დაახლოებით ორ მილიონამდე ქალმა დაკარგა სამსახური, მილიონობით ოჯახს კი არ აქვს საშუალება, შეიძინოს პროდუქტები და გადაიხადოს გადასახადები.

კამალა ჰარისი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკის “შეკეთება” შეუძლებელია, თუმცა ეკონომიკა სრულიად სხვა მიდგომებით უნდა შეფასდეს.

“სწორედ ამ შემთხვევაში შენარჩუნდება განვითარების იმედი. იმედი იმისა, რომ ყველა ადამიანს შეეძლება თავისი “ამერიკული ოცნების” ახდენა” – განაცხადა ჰარისმა.

წყარო: forbes.com