მზარდ საკვების მიმტან კომპანია Deliveroo-ში ამაზონი $575 მილიონს დებს, რაც მთლიან ინვესტიციას $1.53 მილიარდამდე გაზრდის. ხელშეკრულება უახლოეს თვეებში ლონდონის სათაო ოფისში გაფორმდება.
კომპანია 2013 წელს დაარსდა მორგან სტენლის საინვესტიციო ბანკის თანამშრომელ უილ შუსა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერის, გრეგ ორლოვსკის მიერ. კომპანიამ სწრაფად მოახერხა მოქმედების არეალის გაფართოება და დღეს მსოფლიოს 14 ქვეყნის 500 ქალაქში მუშაობს, რომლებშიც 60 000 მიმტანს 80 000 რესტორნიდან მიაქვს საკვები სახლებსა და ოფისებში.
„ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს Deliveroo-ს სერვისის კიდევ უფრო სწრაფ ზრდას, მომხმარებლისთვის ფართო არჩევანის შეთავაზებას, რესტორნებისთვის კი, ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობას. მოცემული ცვლილებების მეშვეობით შეიქმნება მოქნილი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო მიმტანებისთვის“, – განაცხადა უილ შუმ.
ამაზონის მენეჯერი ბრიტანეთში, დოგ გარი აცხადებს, რომ მათი კომპანია გაოცებულია Deliveroo-ს საქმის მიმართ დამოკიდებულებით, რაც მათი მხრიდან მომხმარებლისთვის შეთავაზებული რესტორნების მზარდ რიცხვსა და მიტანის სერვისის ხარისხით მიიღწევა.
გარდა ამაზონისა, ინვესტორებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: T Rowe Price, Fidelity Management და Greenoaks.
წყარო: Forbes