ხათუნა ბაკურაძე – ერთადერთი ქალი საერთაშორისო საკონდიტრო კონკურსში

ქართველი მონაწილე, ხათუნა ბაკურაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც საფრანგეთში საერთაშორისო საკონდიტრო კონკურსის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა.

ხათუნა ბაკურაძე ჩემპიონატის მონაწილე კანდიდატად Le Journal Du Patissier-ის რედაქტორმა და  კრიტიკოსმა Franck Lacroix-მა წარადგინა. ჩემპიონატი პარიზში  1-3 ნოემბერს ჩატარდება. ბაკურაძე 2018 წლიდან Bioli Medical Wellness Resort-ში მთავარ კონდიტერად მუშაობს.

აღნიშნული კონკურსი პირველად საფრანგეთში ტარდება.