ათასობით ადამიანი სანტიაგოს ქუჩებში საზეიმო ღონისძიებების ჩასატარებლად მას შემდეგ შეიკრიბა, რაც რეფენდუმის შედეგები ცნობილი გახდა. ჩილეს მოსახლეობამ 1973-1990 წლების დიქტატორის აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის მიერ დატოვებული კონსტიტუციის შეცვლა მოითხოვა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 78%-მა აღნიშნული კონსტიტუციის ცვლილებას მხარი დაუჭირა. ჩილეში დიქტატორული რეჟიმი კონსტიტუციურით ჩანაცვლდება. ჩატარებული კენჭისყრა მასობრივი საპროტესტო ანტისამთავრობო აქციების შედეგია, რომლებიც ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა სახელმწიფოს ახალი კონსტიტუციის შემუშავება იყო. პრეზინდენტი სებასტიან პინიერა რეფერენდუმის ჩატარებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც სანტიაგოს ცენტრში აქციების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ აუგუსტო პინოჩეტის, ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტის, მმართველობა ხასიათდებოდა სასტიკი რეჟიმით, რეპრესიებით, წამებითა და ადამიანების გაუჩინარებებით. პინოჩეტი პასუხისმგებელია 2000-ზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობაზე. დიქტატორის დატოვებული კონსტიტუცია სახელმწიფოში ეკონომიკურ თუ სოციალურ უთანასწორობას ხელს უწყობდა.
პრეზინდენტ სებასტიან პინიერას განცხადებით, აღნიშნული პლებისციტი იმ გზის დასაწყისია, რომელიც ჩილემ ახალი კონსტიტუციით უნდა გაიაროს. ახალი კონსტიტუცია ერთიანობის, სტაბილურობისა და მრავალი ცვლილების მომტანი იქნება.