“შიმშილის თამაშების” პრიქველის გადაღებებზე მუშაობა უკვე დაიწყო

სიუზან კოლინსის ახალი რომანის – The Ballad of Songbirds and Snakes – მიხედვით კინოსტუდია Lionsgate ფილმის გადაღებაზე იწყებს მუშაობას. აღნიშნული რომანის გამოცემა მიმდინარე წლის 19 მაისს არის დაგეგმილი და “შიმშილის თამაშების” ტრილოგიის წინარე პერიოდზე მოგვითხრობს.

რომანის სიუჟეტი კვლავ წარმოსახვით სამყაროში ვითარდება, რომლის მთავარ გმირად 18 წლის კორნელიუს სნოუ გვევლინება – პანემის სახელმწიფოს მომავალი პრეზიტენდი, რომლის როლსაც, წინა ფილმების მსგავსად, დონალდ საზერლენდი შეასრულებს.

ცნობილია, რომ ფილმის აღმასრულებელი პროდუსერი სიუზან კოლინსი იქნება, სცენარზე ოსკაროსანი მაიკლ არნდტი იმუშავებს, ხოლო რეჟისორის როლში, “შიმშილის თამაშების” სხვა ფილმების მსგავსად, ფრანცის ლოურენსი გვევლინება.

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.