მეცნიერები იუწყებიან, რომ ყინულის დნობა გრენლანდიაზე გასულ წელს „უპრეცედენტო“ სიჩქარით ხდებოდა. კერძოდ, მისი სიჩქარე, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, კიდევ 15%-ით გაიზარდა.
გრენლანდიაზე ყინულის დნობის მთავარ მიზეზად მაღალი წნევა სახელდება. ხოლო ნახშირბადის გამოყოფა და მისი დიდი რაოდენობის ატმოსფეროში მოხვედრა კი უფრო დიდი კატასტროფის წინაშე აყენებს მსოფლიოს.
კვლევების თანახმად, დღესდღეობით გრენლანდიაზე ყინულის დნობა 7-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს 1990-იან წლებში ხდებოდა.
Grace და Grace-FO სატელიტების მონაცემების თანახმად, გრენლანდიამ ერთი წლის განმავლობაში 532 გიგატონა ყინული დაკარგა. მეცნიერების თქმით, ეს ზღვის დონის 1,5 მმ-ით მომატების ექვივალენტურია, რაც მთლიანი წლიური მატების 40%-ს შეადგენს. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია გრძელდება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2017-2018 წლებში აღინიშნებოდა ყინულის დნობის სიჩქარის შემცირება. ამის მთავარ მიზეზად მეცნიერები ამ წლებში შედარებით ცივ ზაფხულს ასახელებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, 2019 წლის „უპრეცედენტო“ დნობა და ამ ტენდენციის გაგრძელება ძალიან დიდი პრობლემა გახდა არა მხოლოდ გრენლანდიისათვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვისაც.
წყარო: BBC