ყვითელი ფერის წარმოშობიდან ჯენიფერ ლოპესამდე

თანამედროვე ასოციაციების მიუხედავად, ყვითელს ბნელი ისტორია აქვს. ევროპაში ყვითელი ფრთხილი ფერია,  რომელიც, თუ არ ჩავთვლით ანგელა მერკელის პიჯაკებს, არცთუ ისე ჭარბადა გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. Დღეს პოპკულტურაში ყვითელი ყველგან არის – დაწყებული ზენდაიათი და დამთავრებული ჯენიფერ ლოპესით, რომელიც Global Citizen-ზე რობერტო კავალის ყვითელი სასცენო კოსტიუმით წარსდგა.

ყვითელს, მზისა და გაზაფხულის სურნელოვანი მიმოზების ასოციაციების გარდა ბნელი ისტორია აქვს. ძველ დროში იგი თითქმის წმინდა იყო, სინათლის, სითბოსა და კეთილდღეობის სიმბოლო. ჩინელმა იმპერატორებმა ყვითელი ფერის მისაღებად ზაფრანის ყვავილები გამოიყენეს. Მოგვიანებით ამ ფერის თაყვანისმცემლები ევროპელი სამეფო ოჯახის ქალბატონები და არისტოკრატები გახდნენ. თუმცა ყველაფერი, რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის და ყვითლის რეპუტაცია შეირყა. ფერის თმა, რომლსაც ვენერაც ატარებდა, მეძავების დისკრიმინაციული ნიშანი გახდა. შუა საუკუნეების და რენესანსის პერიოდის დიდმა მხატვრებმა ის გამოიყენეს ისეთი საშინელი მომენტების წარმოსადგენად, როგორიცაა ღალატი, ტერორი, ავადმყოფობა და აპოკალიფსი.

საუკუნეების განმავლობაში დამოკიდებულებებიც შეიცვალა და დღეს ეს ფერი ისეთივე გაოცებას იწვევს, როგორსაც კლასიკური შავი ან წითელი ფერის სამოსები. შეუძლებელია არ მოიხიბლო ბიონსეს ყვითელი კაბით, რომელიც მას ვიდეორგოლში Hold Up აცვია. ამ ფერმა შექმნა მსუბუქი და საოცრად ჰაეროვანი ჟაკმუსის ჩანთა, ელეგნატრური ბარბერი და უამრავი სხვა.