ქუთაისი KIU Mural Fest-ს პირველად მასპინძლობს

7 ოქტომბრამდე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) Tbilisi Mural Fest-ის ორგანიზატორობით მიურალების საერთაშორისო ფესტივალ KIU Mural Fest-ს პირველად უმასპინძლებს.

Photo via KIU

ფესტივალის მიზანია, ქალაქი საჯარო გამოფენად აქციოს, რაც თანამედროვე ქუჩის ხელოვნების მეშვეობით გახდება შესაძლებელი. ქუთაისში მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში მოწვეული სტრიტ არტისტები ქუთაისის უნივერსიტეტის შენობების კედლებს მოხატავენ. კამპუსის კედლებზე შესრულებულ მიურალის ტიპის ნამუშევრების ავტორთა შორის არიან ისეთი სტრიტ არტ მხატვრები, როგორებიც არიან გერმანელი CASE MACLAIM, ბერძენი INO, სერბი ARTZE და გერმანული ჯგუფი INNERFIELDS.

KIU Mural Fest-ის მიზანია ქუთაისის პოპულარიზაცია და ამ მხირვ, ცნობილი მხატვრების ნამუშევრების წყალობით მისი თანამედროვე ხელოვნების რუკაზე მოხვედრა.

Tbilisi Mural Fest თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით 2019 წელს დაფუძნდა. იდეის ავტორი ევროპაში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილია. გასულ წელს ფესტივალი პირველად ჩატარდა თბილისში. წელს კი მისი მასპინძელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია.

მიურალი, იგივე კედლის მხატვრობა, ბათქაშზე ან კედელზე მიმაგრებულ ტილოზე საღებავით შესრულებული ნამუშევარია. მიურელად შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც კაპელები და ფრესკები, ისე თანამედროვე ქუჩის მხატვრობა.

წყარო: interpressnews