ბავშვების ზრუნვაზე გასაწევ ხარჯებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მშობლების ბიუჯეტში. საინტერესოა თუ როგორ განსხვავდება დახარჯული თანხის მოცულობა იმის მიხედვით, თუ სად ვცხოვრობთ.
წვდომა მაღალი ხარისხის ბავშვთა ზრუნვის მიდგომებზე შესაძლოა აღმოჩნდეს ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც განსაზღვრავს განაგრძობენ თუ არა მომუშავე დედები საკუთარ კარიერას. ცოტა ინფორმაცია მოიძებნება იმ მამაკაცთა რიცხვის შესახებ, რომლებიც მათავარ როლს ითავსებენ ბავშვის აღზრდაში.
ეს ერთ-ერთი მოცემულობაა, რაც ხელს უწყობს გენდერული უთანასწორობის გაღრმავებას.
OECD-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიკვლია ბავშვების ზრუნვაზე გაწეული ხარჯები სხვადასხვა ქვეყნებში და მნიშვნელოვანი განსხვავებები აღმოაჩინა.
ქვეყანა, სადაც ბავშვის მოვლა ყველაზე ძვირი ჯდება ახალი ზელანდიაა. 2017/2018 წლების მონაცემებზე დაყრდნობით წყვილს, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ საკუთარი შემოსავლების 37.3% ბავშვთა მოვლაზე უწევთ დახარჯვა. დამატებით მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანაა, სადაც წყვილებს საშუალო ხელფასის 30%-ზე მეტი ბავშვთა მოვლაზე მიდის: ავსტრალია (31.1%), აშშ (33.2%) და დიდი ბრიტანეთი (35.7%).
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ბავშვების მოვლაზე მშობლები შემოსავლების ყველაზე ცოტას ხარჯავენ არიან ჩეხეთის რესპუბლიკა 2,6% და სამხრეთ კორეა 3%. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ ქვეყნებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ბავშვთა აღზრდაში და ხშირად ასუბსიდირებს მათ ჯანმრთელობის მოვლას, განათლების მიღებას და აშ.
წყარო: WEFORUM.ORG