ქართველი მეწარმეების პროდუქცია მსოფილიო სასტუმრო ინდუსტრიის წინაშე წარსდგა

Design Hotels-ის წევრების ყოველწლიურ ღონისძიება “არენას”- საქართველო პირველად მასპინძლობს. ყოველ წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი სამსტუმროს მფლობელი და წარმომადგენელი ერთი იდეის, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების გარშემო ერთიანდება.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში წარმოდგენილია ქართველი ფერმერების პროდუქცია. სტუმრებს საშუალება აქვთ უკეთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოსა და კულტურას, თავის მხრივ ქართველ მეწარმეებს აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საექსპორტო ბაზრების მოთხოვნების გაცნობასა და ათვისებაში.

ღონისძიება არენას საქართველოში Design Hotels-ს წევრი Adjara Group-ი მასპინძლობს.