ნუცა შამათავა თითქმის ერთი წელია ქართველი გულშემატკივრებისთვის გამორჩეულად საამაყო „ბორჯღალოსნებზე“ ზრუნავს. ის საქართველოს ნაკრების ექიმია და რაგბიში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შორის ერთადერთი ქალია. მისი ურთიერთობა საქართველოს რაგბის კავშირთან 2015 წელს დაიწყო, როცა მორაგბეების რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა.
“როცა გუნდის ექიმი ხარ, რა თქმა უნდა მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს თითოეული მოთამაშისადმი. ისინი უნდა გენდობოდნენ. ეს არის მთავარი სპორტსმენისა და ექიმის ურთიერთობაში”, – ამბობს ის.
2017 წელს ნუცა ახალგაზრდულ ნაკრებთან, უმცროს ბორჯღალოსნებთან“ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მუშაობდა, რომელიც საქართველოში გაიმართა, რის შემდეგაც ნაკრების ექიმად დაინიშნა.
” საქართველოში პირველად ხდება, რომ მორაგბეთა ნაკრებს ქალი ექიმი ჰყავს. თავიდან მოთამაშეებისთვის ეს ძალიან უჩვეულო იყო, მაგრამ ახლა, ყველაფერი შეიცვალა”.
ნუცა მსოფლიოში გავრცელებულ ტენდენციებზეც გვესაუბრა და გულისტკივილით აღნიშნა, რომ ქალები ამ სფეროში ნაკლებად არიან ჩართულები.
“ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვმუშაობ. არამარტო ჩემს ქვეყანაში, არამედ მსოფლიო რაგბიშიც არ არის პოპულარული ქალის მუშაობა ასეთ პოზიციაზე. ვამაყობ, რომ მათი ექიმი ვარ. ასევე ვამაყობ იმით, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ერთ-ერთი მონაწილე“ , – ამბობს ერთადერთი ქალი ექიმი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
წყარო: rugbyworldcup