ტინა ტერნერი მუსიკალურ უფლებებს $50 მილიონად ყიდის

ლეგენდარულმა მომღერალმა ტინა ტერნერმა თავისი მუსიკალური კატალოგის უფლებები, მათ შორის უფლებები ისეთ ჰიტებზეც, როგორიცაა The Best და Nutbush City Limits მუსიკალურ გამომცემლობა BMG-ს მიჰყიდა.

გარიგება, ასევე, ითვალისწინებს უფლებებს ტერნერის სახელსა და სასცენო იმიჯზე მომავალი სპონსორობისა და სავაჭრო გარიგებებისათვის. კომპანია ზუსტად არ ასახელებს, რა თანხა გადაიხადა გარიგებაში, მაგრამ ინდუსტრიის წყაროები ირწმუნებიან, რომ საუბარი $ 50 მილიონზეა.

81 წლის მომღერლის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ მისი მუსიკა “საიმედო ხელშია”.